კობრას და პითონის სასიკვდილო შერკინებამ ინტერნეტი ააფეთქა

კობრას და პითონის სასიკვდილო შერკინებამ ინტერნეტი ააფეთქა

ინტერნეტში საოცარ პოპულარობას აღწევს ვიდეო, რომელზეც ასახულია სასიკვდილო შერკინება პითონსა და სამეფო კობრას შორის, რომელიც სინგაპურში უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში წარიმართა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა ვიდეომ უკვე სამ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

"დისქავერის" ცნობით, ვიდეო სტუდენტებმა ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე გადაიღეს. ყველაფერი ჩვეულებრივ დასახლებულ, ხალხმრავალ ადგილას მოხდა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მოახერხეს პითონის დაჭერა, კობრაზე ნადირობა კი რამდენიმე საათს გაგრძელდა. საბოლოოდ ის კანალიზაციის მილიდან გამოიტყუეს, სადაც შეტაკების შემდეგ იმალებოდა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს