4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ მოცდებით წვრილ-წვრილ საქმეებზე. მეტი ყურადღება გმართებთ გლობალური საკითხებისადმი. უფროსი კმაყოფილია თქვენი საქმიანობით და შეიძლება ფულადი პრემიაც მიიღოთ. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

კურო

კოლეგები რთული საკითხების, საქმეების მოგვარებას თქვენ მოგანდობენ. სწრაფად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. უფროსთან საუბრის შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ. საღამოს მეგობრებთან ერთად გასართობად წადით.

ტყუპი

ვალის ან კრედიტის აღებამდე კარგად დაფიქრება გმართებთ, შეძლებთ კი მის დროულად გადახდას. ყურადღება გაამახვილეთ იურიდიული საკითხების მოგვარებისას. საღამოს მეგობრებს, ნათესავებს შეხვდით. მათთან ურთიერთობა სიმშვიდეს მოგანიჭებთ

კირჩხიბი

დღეს კოლეგები საკუთარი შრომისუნარიანობით უნდა გააკვირვოთ და მათთვის

მისაბაძი უნდა გახდეთ. ზოგიერთ კირჩხიბს კოლეგასთან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ელის.

ლომი

დღეს ან საზეიმო ღონისძიებაზე მიგიპატიჟებენ, ან თავად იქნებით წვეულების მასპინძელი. უფროსი ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს თქვენ დაგავალებთ. საღამო ბავშვებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

სასურველის მისაღწევად ყველა მეთოდი უნდა გამოიყენოთ. საკუთარი წარმატებით გახარებული უამრავ შექებას დაიმსახურებთ. უფროსისგან შეიძლება ფულადი პრემია ან ჯილდოც კი მიიღოთ.

სასწორი

კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან თვითგანათლებისთვის. საჭირო ადამიანებთან, რომლებიც მომავალში სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებიან, საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ.

მორიელი

უფროსთან კამათს თავი რომ აარიდოთ, ზუსტად შეასრულეთ მისი მითითებები. საღამოს მოულოდნელი სტუმარი ოჯახურ ცხოვრებას თავდაყირა დაგიყენებთ.

მშვილდოსანი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გაისტუმრეთ ვალები. ზოგიერთს მოგზაურობის დაწყება, მგზავრობა ელის. შინ სასიხარულო სიახლეებს დაელოდეთ.

თხის რქა ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს