უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.

სამგორის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების, აბაშვილის, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სადგურ ლილოს და ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, ახუნდოვის, ყავლაშვილის, შავთელის, ავლევის, იეთიმ გურჯის, სულთანიშვილის, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ვერცხლის და კოტე აბხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის, გვეტაძის, ყიფიანის, აგლაძის და გაფრინდაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, ტყავის ჩიხის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თონეთის, საიათნოვას და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის, შატბერაშვილის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩებისა მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის ქუჩის, ონკოლოგიურის ფერდობის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორას დასახლების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძოწენიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ჩუბინაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 202-ის, ქეთევან წამებულის, წინანდლის, კასპის, კაიშაურის, ბაბისხევის და მიხეილ მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა სოფელ წავკისის და ტაბახმელის მცხოვრებლებს შეეხება.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია