მსოფლიოს 10 უმსხვილესი სავაჭრო ქსელი

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სავაჭრო ქსელი

მსოფლიოში არსებულმა 250-მა უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა გასულ წელს საერთო ჰამში 4,35 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გაყიდეს. კომპანია Deloitte-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 250 უმსხვილეს სავაჭრო ქსელს შორის მხოლოდ ის კომპანიები მოხვდნენ, რომელთა წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს 3,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ვებპორტალმა Fullpicture მსოფლიოს ათი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის რეიტინგი წარმოადგინა.

1. WalMart

ამერიკული სავაჭრო ქსელი WalMart რეიტინგის ლიდერი აღმოჩნდა. ამ ქსელის მაღაზიები აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ჩინეთში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიაში წარმოდგენილი. ევროპაში კი WalMart-ის მაღაზიებს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში შეხვდებით. 2014 წელს WalMart-ის გაყიდვების მოცულობამ 476 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 16,7 მილიარდი დოლარი. WalMart-ის გიგანტურ ქსელში მსოფლიოს გარშემო 2,2 მილიონი ადამიანია დასაქმებული.

2. Costo

ამერიკული კომპანია აშშ-ში მაღაზიათა ქსელით cash&carry არის წარმოდგენილი. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 106 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 2 მილიარდი დოლარი.

3. Carrefour

ფრანგული ქსელი Carrefour მსოფლიოს 33 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით „კარფურის“ შემოსავალმა 98,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

4. Schwarz

გერმანული ქსელი Lidl-სა და Kaufland-ის მაღაზიებს

აერთიანებს. ქსელის მფლობელი დიტერ შვარცი კი ერთ-ერთი იდუმალი ბიზნესმენია, რომლის ფოტოც მედიაში ბოლო 20 წლის წინ გავრცელდა. კომპანიის შემოსავალმა 2014 წელს 98,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. „შვარცის“ ქსელის მაღაზიები 24 ქვეყანაშია.

5. Tesco

გასულ წელს ბრიტანული „ტესკოს“ შემოსავალმა 98,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას შარშანდელი შემოსავალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.

6. Kroger

რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელი აღმოჩნდა. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 98,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

იხილეთ გალერეა

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს