5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გამოძინების განწყობაზე ხართ და ოჯახის წევრები ყველა პირობას შეგიქმნიან, რომ მშვიდად დაისვენოთ. თუმცა, დროის დაკარგვას არ გირჩევთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ ან ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.

კურო

დღეს აზარტულ თამაშები გაგიტაცებთ, თუმცა, ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახურ საქმიანობას. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ, ნათესავებთან ერთად ითამაშეთ ლოტო ან კარტი.

ტყუპი

დილიდან ენერგიული ხართ და იდეების განხორციელებასაც ადვილად შეძლებთ. კარგი დღეა საოჯახო ნივთებისა და საჩუქრების შესაძენად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, გართობას, საოჯახო საქმიანობას. საღამოს საყვარელი ადამიანი პაემანზე

დაპატიჟეთ.

ლომი

დღეს სამსახურის საქმეები უნდა დაივიწყოთ და მთელი დღე საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად გაატაროთ. შეეხმიანეთ ნათესავებს.

ქალწული

დილა სამსახურის საქმეების დასრულებას დაუთმეთ. შუადღე - საოჯახო მოვალეობების შესრულებას. საკუთარი იდეები და მოსაზრებები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ.

სასწორი

სუფთა ჰაერზე გასეირნება ან ვარჯიში კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. თუ ოთხფეხა მეგობარი გყავთ, ისიც გაიყოლეთ. დაისახეთ სამომავლო მიზნები, ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების ნუსხა.

მორიელი

მგზავრობა და უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. დღეს პოზიტიურ ამბებსაც მიიღებთ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და გულითადი საუბრები სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი

დილიდან მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ დასასვენებლად გაემგზავრეთ. დღე აღსავსეა სასიამოვნო მომენტებითა და ხალისიანი ფოტოებით. ხოლო თუ შინ დარჩენას და მუშაობას აპირებთ, მეტი ყურადღება გმართებთ საბუთებთან.

თხის რქა ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს