საფრთხე ორსულებისთვის - რას უნდა მოვერიდოთ?

საფრთხე ორსულებისთვის - რას უნდა მოვერიდოთ?

ფტალატები სახიფათო ნაერთებია, რომლებსაც საკვები პროდუქტის, კოსმეტიკური საშუალებების და სახლის ნივთების შეფუთვები შეიცავს. ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ორსულებს. მღრღნელებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ფტალატების ხანგრძლივი მოქმედება აურესებს ცხოველების ჯანმრთელობის მდგმარეობას და ზრდის მუცლის მოშლის ალბათობას.

ახალი სამედიცინო კვლევისათვის სპეციალისტებმა პეკინის უნივერსიტეტიდან სამასზე მეტ ქალზე ჩაატარეს დაკვირვება. მეცნიერებმა გაანალიზეს 132 მონაწილის შარდი, რომლებსაც მუცელი ჰქონდათ მოშლილი და 172 ჯანმრთელი ქალის შარდი.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფტალატების მაღალი ოდენობა დაკავშირებული იყო მუცლის მოშლასთან (ძირითადად ფეხძიმობის 5 – 13 კვირაზე). სპეციალისტების თქმით, ფტალატები ნეგატიურად მოქმედებს ყველა ქალზე და არა მხოლოდ მათზე, ვინც იმ ქარხნებში მუშაობენ, სადაც ამ ნაერთის შემცველი პროდუქციის წარმოება ხდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს