59 წლის მოდელი დაგარწმუნებთ, რომ სილამაზის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია

59 წლის მოდელი დაგარწმუნებთ, რომ სილამაზის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია

59 წლის ფრანგი ქალბატონი იასმინა როსი საკუთარ მაგალითზე უმტკიცებს მსოფლიოს, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ცხოვრების მეექვსე ათწლეულს მიღწეული ქალი თვალისმომჭრელად გამოიყურება. როსი პროფესიონალი მოდელია, რომელმაც კარიერა ოცდათი წლის ასაკში დაიწყო, ასაკში, რომელშიც მოდელები კარიერას წყვეტენ.

მის ანგარიშზეა კონტრაქტები ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა ივ სენ ლორანი, ჰერმესი, მარკსი და სპენსერი და ჯილ სანდერი. იასმინს ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. მას იტაცებს სამოსის დიზაინი, ფოტოგრაფია და აქვს საკუთარი ბლოგი. როსის თქმით, ყველაფერს, რასაც ხელს კიდებს, შემართებით ასრულებს. ასეთი მიდგომა მას ეხმარება სასიცოცხლო ენერგიის შენარჩუნებასა და მუდამ ტონუსში ყოფნაში.

მოდელი ჯანსაღად იკვებება და რეგულარულად ვარჯიშობს. მისი საოცარი ფოტოები შეგიძლიათ ფოტოგალერეაში დაათვალიეროთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს