23 წლის ბიჭი, რომელიც სწავლის ფულის შესაგროვებლად თბილისის ქუჩებს ასუფთავებს

23 წლის ბიჭი, რომელიც  სწავლის ფულის შესაგროვებლად თბილისის ქუჩებს ასუფთავებს

23 წლის გაგა ქურდოვანიძე უკვე 5 თვეა მეეზოვედ მუშაობს. მისი სამუშაო დღე 2 საათზე იწყება და ღამის 10 საათზე მთავრდება. გაგას მეეზოვედ მუშაობა არ ეთაკილება, ამბობს, რომ საკუთარი შრომით ინგლისური ენის შესწავლას ცდილობს და მომავალში ამერიკაში წასვლას აპირებს.

გაგას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ სურს, მხოლოდ ის გვითხრა, რომ მისი მშობლები სოფელში ცხოვრობენ და მათთან ურთიერთობა არ აქვს. თვითონ თბილისში, ნაქირავებ ბინაში მეგობრებთან ერთად ცხოვრობს.

გაგას ოცნება მსახიობობაა. მართალია ჯერ ვერ აისრულა, თუმცა, იმედი არ დაუკარგავს და ფიქრობს, რომ მომავალში წარმატებული მსახიობი გახდება.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს