თამაშში "წაგებული" ცოლისა და რქებდადგმული კაცის უცნაური ამბავი

თამაშში "წაგებული" ცოლისა და რქებდადგმული კაცის უცნაური ამბავი

"ჩემი ქმარი ყველასგან დაფასებული ადამიანი იყო, მაგრამ მერე აურია და მისი გადაყვარებაც მალევე მოახერხა ყველამ

მან ერთ დღეს მეც ნამდვილი ჯოჯოხეთი მომიწყო - სხვას დაუთმო ჩემი თავი. იმის ნაცვლად, რომ ამის შემდეგ ოჯახი დამენგრია, ჩუმად ვიყავი, ყველაფერს ვითმენდი და ისიც იტანდა ჩემს ღალატს... დიახ, მოძალადე შემიყვარდა და ქმარს რქები დავადგი, მისივე ნებით. ის ვეღარაფერს ამიკრძალავდა, რადგან ამ ღალატისკენ თვითონ მიბიძგა და დაისაჯა კიდეც ამისთვის. მართალია, ახლა, მის გვერდით ვცხოვრობ, მაგრამ სარეცელს დიდი ხანია, არ ვიყოფთ. დავბერდი და ვგრძნობ, განვლილი ცხოვრების გამო სინდისი მაინც მე მქენჯნის და მინდა, გული ამოვირეცხო. თუმცა, ვიცი, ამით არაფერი მეშველება. თავს მხოლოდ იმით თუ ვიმართლებ, რომ ქმრისგან გაყიდული, ღალატს შევეჩვიე. თუ შემეხმიანებით, მადლობელი დაგრჩებით, თუ არა და, გეტყვით, ასეთები გადამიტანია?! პატივისცემით, ნელიკო შავაძე, 62 წლის".

- 1953 წელს დავიბადე. მეუბნებოდნენ: ქუდბედიანი ხარ. ექიმები დაბადებისთანავე გააოცე: მუცლიდან გამოსულს "ქუდი" ისე გეხურა, გეგონებოდა, პოდიუმზე გასვლას აპირებდიო. მაგრამ ეს ქუდბედიანობა ბოლომდე როდი გამყვა. არ ვიცი, ახალშობილს თავზე რა მეხურა, მაგრამ არა მგონია, ეს ბედნიერების მანიშნებელი ყოფილიყო... გლეხების ოჯახში გავიზარდე. მშობლები გამუდმებით შრომობდნენ, ოჯახის სარჩენად და შვილებიც შრომას პატარაობიდანვე შეგვაჩვიეს. ვინაიდან დედმამიშვილებში ყველაზე პატარა გახლდით (შინაურები "მეოთხე გოჭს" მეძახდნენ), ცოტათი მანებივრებდნენ, მაგრამ ამით არასდროს მისარგებლია, შრომა არ მეზარებოდა. პირიქით, დიდად ვხალისობდი, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად სიმინდს ვტეხდი, უფროსებისთვის წყალი მიმქონდა ან ნერგებს ვრწყავდი. აბა, სხვა რა გითხრათ ჩემს ბავშვობაზე? ვერ დავიტრაბახებ, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი. მუშაობა მერჩივნა წიგნის კითხვას, მაგრამ არც მთლად ჩურჩუტი გახლდით... მეცხრე კლასი რომ დავამთავრე, მშობლებმა სკოლიდან გამომიყვანეს, - სწავლა მაინც არ გინდაო და პროფესიულ სასწავლებელში მიმაბარეს. ვოცნებობდი, კარგი მკერავი გამოვსულიყავი. მაშინ სიტყვა "დიზაინერი" გაგონილიც არ მქონდა (იღიმის). მერე პირველი მაჭანკალიც გამოჩნდა, მაგრამ ჩემებმა უარით გაისტუმრეს: არ გვინდა, ისეთ კაცს გაჰყვეს, რომელსაც არ იცნობს. მის ცხოვრებაში ვერ ჩავერევითო. ვერაფერს ვიტყვი, შეგნებული მშობლები მყავდა. დედა ახლაც ცოცხალია. არ იცის, მისმა საამაყო სიძემ რა განსაცდელიც მომიწყო, თორემ შეიძლებოდა, თავიც კი მოეკლა. მისთვის პატიოსნება ყველაფერია!

- მომავალი მეუღლე სად გაიცანით?

- სწავლა უკვე დამთავრებული მქონდა და რაიონში, ერთ-ერთ სამკერვალოში ვმუშაობდი. მას შარვლის შეკერვა სურდა და ამიტომაც გვესტუმრა. მე მხოლოდ გოგონებს ვემსახურებოდი. ჰოდა, როცა ჩემს სამუშაო ოთახში შემოვიდა, ვუთხარი: მამაკაცებისთვის არ ვკერავ-მეთქი. გაჯიუტდა, - აბა, მკერავი რისთვის გქვია, შარვლის გამოჭრა თუ არ შეგიძლია? კაბას მეც შევკერავო. გავბრაზდი: მაგასაც ვნახავთ, თუ ვერ შევკერავ. შემოდი, ეს სიტყვები უნდა განანო-მეთქი და ზომები ავუღე. "პრიმერკაზე" მოსული აღფრთოვანდა, - ეს როგორ მოახერხე? ზუსტად ისეთი გამოდის, როგორიც მინდოდა. სხვები ვერასდროს ხვდებიან, რა მსურსო. ეს რომ თქვა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც შეჯიბრებაში გავიმარჯვე და ამაყად ვუთხარი: აწი ნუღარავის ეტყვი იმას, რაშიც დარწმუნებული არ იქნები-მეთქი. გაეღიმა და გავიდა. მას მერე აღარ

მომშორებია.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს