გამოჩნდა ქალი, რომლის შვილიც მერვე სართულის ფანჯრის რაფაზე დასეირნობდა

გამოჩნდა ქალი, რომლის შვილიც მერვე სართულის ფანჯრის რაფაზე დასეირნობდა

ეს ვიდეო მართლაც გამაოგნებელია ნებისმიერი მშობლისთვის. კიდევ კარგი, მშვიდობიანად მთავრდება. თუმცა კიდევ ერთხელ შეახსენებს მშობელს, რომ აუცილებლად იყოს ფრთხილად და არასდროს დაავიწყდეს სიფხიზლე.

ვიდეო რუსეთის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსზეა გადაღებული 20 სექტემბერს, ოღონდაც, 1 ოქტომბერს გავრცელდა და პირველივე დღეს ათასობით ადამიანმა ნახა. კადრებში ჩანს, ბავშვი როგორ გამოდის ფანჯრიდან და რაფაზე დასეირნობს. მერე კი ასევე წყნარად ბრუნდება უკან... ვიდეორგოლი უამრავმა ადამიანმა ნახა, გააოგნა ინტერნეტმომხმარებელიც და პოლიციელებიც. აღმოჩნდა, რომ ვიდეო ქალაქ მიასში იყო გადაღებული. სანახაობა მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებმა შენიშნეს და მაშინვე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, თან ფირზეც აღბეჭდეს ფაქტი.

მოგვიანებით ბავშვის დედასაც მიაკვლიეს ჟურნალისტებმა (სახელს არ ახმაურებენ). როგორც მან თქვა, იმ დროს სამზარეულოში იყო და ფანჯარა სახლის გასანიავებლად გაუღია.

იხილეთ ვიდეო და სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს