რჩევები მათთვის, ვისაც პატარა სახლი აქვს - როგორ დავგეგმოთ სივრცე

რჩევები მათთვის, ვისაც პატარა სახლი აქვს - როგორ დავგეგმოთ სივრცე

სანამ სახლში ინტერიერის შეცვლას გადაწყვეტთ, მანამდე სწორად უნდა დაგეგმოთ სივრცე. ეს ყველაზე მთავარია ინტერიერის მოწყობისას, განსაკუთრებით, თუ ბევრისთვის ნაცნობი პრობლემა ‒ სივიწროვე გაწუხებთ. თუმცა კვადრატულ მეტრებს არ ენიჭება ისეთი დიდი მნიშვნელობა, თუ იცი, როგორ მართო ეს "კვადრატები". ვიწრო დერეფანი, პატარა სამზარეულო, პაწაწინა ტუალეტი, საძინებელი, რომელშიც მოძრაობა გიჭირს... ერთი შეხედვით, ორისთვისაც კი პატარა ჩანს, მით უმეტეს, თუ იქ დიდი ოჯახი ცხოვრობს. მაგრამ კარგი ის არის, რომ ყველაფერს აქვს "გასაღები" და ყოველთვის არსებობს გამოსავალი, მთავარია, სხვანაირად შეხედო და შეაფასო.

შიდა სივრცის სწორი ორგანიზების შემთხვევაში შეიძლება, 30 კვადრატული მეტრიც კი 60 კვადრატულის ტოლფასად აქციო.

ვიზუალიზაცია

პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ: ვიზუალურად გაზარდოთ სივრცე. ამას შეიძლება რამდენიმე მარტივი მეთოდით მიაღწიოთ: სარკეების, კედელზე გავლებული ვერტიკალური ზოლებისა და კონტრასტული ფერის შპალერების მეშვეობით.

ნუ დაამძიმებთ დერეფნის კედლებს საკიდებითა და ტანსაცმლით, ჯობს მაღალი, ჭერამდე მისული კარადა დადგათ,სარკეებიანი კარებით. ასე ვიზუალურად გაზრდით დერეფანს და თან დამალავთ უცხო თვალისგან უამრავ ფეხსაცმელსა თუ საგარეო სამოსს.

სანამ ბინას მოაწყობთ, იფიქრეთ, რა ფერებს მოაქვს მეტი სინათლე და რომელი უხდება

ერთმანეთს. საძინებელსა და სასტუმრო ოთახში ერთი და იგივე მასალა, სხვადასხვა ფერი აირჩიეთ ‒ ასე ოთახს ზონებად "დაყოფთ" (დასვენების, გართობის ზონები).

მოკლე ფარდების ნაცვლად ფანჯრებზე გამჭვირვალე ტული დაკიდეთ ‒ ის ოთახს ჰაერით აავსებს და ქუჩიდან შემომავალ მკვეთრ შუქს შეარბილებს, ან ‒ გრძელი ფარდები მრავალფეროვანი ვერტიკალური ხაზებით. ასეთი ილეთები სივრცეს ვიზუალურად რამდენჯერმე ადიდებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს