5 გინეკოლოგიური პრობლემა, რომლებიც ქალებს დარდისგან უჩნდებათ

5 გინეკოლოგიური პრობლემა, რომლებიც ქალებს დარდისგან უჩნდებათ

ექიმები ფიქრობენ, რომ ბევრი გინეკოლოგიური პრობლემა ნერვიულობის და დიდი განცდების შედეგია. ხშირად ეს პრობლემები შვილებზე, ოჯახზე, ქმარზე დარდით უჩნდებათ ქალებს. თურმე სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაც კი პირდაპირ კავშირშია ქალის ბედნიერებასთან. ამიტომ ძალისხმევა თქვენი სურვილების ასასრულებლადაც დახარჯეთ. ამჯერად კი განვიხილოთ ის დიაგნოზები, რაც ქალის ემოციურ მდგომარეობასთან კავშირშია. რა თქმა უნდა, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ამ დაავადებების ერთადერთი გამომწვევი არ არის, თუმცა პროვოცირების მოხდენა ნამდვილად შეუძლიათ. წაიკითხეთ და დარწმუნდით, რას უშვრება ქალს ნერვიულობა, დაძაბულობა და შიში.

1. ენდომეტრიოზი

უვითარდებათ ქალებს, რომლებიც პანიკისკენ არიან მიდრეკილნი. ხშირად აქვთ პრობლემიდან გამოსავალის არარსებობის შეგრძნება. საკუთარი თავისადმი გულგრილობა ენდომეტრიოზის პროვოცირებას ახდენს.

გამოსავალი: უფრო მხნედ შეხედეთ თქვენს ცხოვრებას. სინამდვილეში არავისზე ნაკლებად არ ცხოვრობთ. თუ კარგად დააკვირდებით, თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრ პოზიტივს აღმოაჩენთ. დაფიქრდით, რამდენ ადამიანს ენატრება თქვენი ბედი.

2. საშვილოსნოს მიომა

ამით მთავრდება მუდმივი განაწყენება და კონფლიქტები ახლობლებთან. ეს დიაგნოზი ხშირად იმ ქალების ხვედრია, ვინც დეპრესიისკენაა მიდრეკილი და სულ რაღაც სწყინს სხვებისგან. ამგვარი ფსიქიკური მდგომარეობა ბუნებრივად არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ჰორმონალურ ფონს ცვლის.

გამოსავალი

აპატიეთ ყველას, ვინც გაწყენინათ. შეეშვით ადამიანებში ნაკლის ძიებას, ღირსებები ეძებეთ. დეპრესიისგან თავდასაღწევად კი ნებისმიერი საქმიანობა გამოდგება. აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ. ეს შეიძლება ხელსაქმეც იყოს, კულინარიაც და სტუმრად სიარულიც.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს