14 წლის გოგონა, რომლის დედაც დამლაგებლად მუშაობს, მილიონერი გახდა

14 წლის გოგონა, რომლის დედაც დამლაგებლად მუშაობს, მილიონერი გახდა

ამ გოგონამ წელს პარიზში დიორის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება გახსნა. ეს 14 წლის მოდელი სოფია მეჩეტნერია და ამბობენ, რომ მოდის სამყაროში დიდი მომავალი აქვს. უკვე მილიონიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი და სავარაუდოდ, მას სულ უფრო და უფრო ხშირად ვიხილავთ რეკლამებსა და პოდიუმებზე.

გოგონა ფართო საზოგადოებამაც შენიშნა და დაიმახსოვრა, რაშიც დიდი წვლილი, გარეგნობასთან ერთად, მის ბიოგრაფიას მიუძღვის. მის ამბავს ხშირად ადარებენ კონკიას ამბავს. სოფია ისრაელში ცხოვრობს დედასა და ორ დედმამიშვილთან ერთად. მათი სახლი იმდენად პატარაა, რომ სოფიას თავისი ოთახი არ აქვს. ეგ კი არა, მის საწოლს ერთი ფეხი სულაც მოტეხილი აქვს და სოფია ამბობს, რომ შინ სტუმრების მიყვანა რცხვენია ამის გამო. დედამისი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ქალბატონია, მარტოხელა დედა, რომელსაც შვილებზე ზრუნვაც მარტოს უწევს და საკმაოდ უჭირს. როგორც სოფია ამბობს, დედა ნებისმიერ სამუშაოს ასრულებს ოჯახის სარჩენად - სახლებს ალაგებს, მოხუცებს უვლის, კერავს. სანამ დედა სამუშაოზეა, სოფიას გამოჰყავს ბავშვები სკოლიდან, ამზადებს საჭმელს, რეცხავს, ხანდახან დედასთან ერთად ბინებსაც კი ალაგებს. თუმცა სულ მალე მის ცხოვრებაში ალბათ ყველაფერი შეიცვლება – სოფია ხომ უკვე მაღალანაზღაურებადი მოდელია.

არადა, ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ისრაელში ერთ-ერთი სააგენტოს მფლობელმა შემთხვევით შენიშნა და გოგონას ფრანგ აგენტებთან მოუწყო შეხვედრა. პარიზში, ცნობილ სააგენტო "ვივაში" გაგზავნეს გასაუბრებაზე, მაგრამ როცა ფრანგმა აგენტმა შეიტყო, რომ ჯერ სრულწლოვანი არ არის, ფოტოსესია გააუქმა.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს