უცნაურ ტრადიციებს შეწირული ბავშვობა - რატომ უნდა დაემსგავსოს ქალი ჟირაფს

უცნაურ ტრადიციებს შეწირული ბავშვობა - რატომ უნდა დაემსგავსოს ქალი ჟირაფს

ამქვეყნად მრავალი უცნაური ტრადიცია არსებობს - სხვადასხვა ქვეყანასა თუ ტომში. თვით ჩვენი ბევრი ტრადიციაც შეიძლება სხვა ქვეყნის მცხოვრებლებისთვის უცნაურად ჩანდეს, თუმცა არსებობს ისეთი წეს-ჩვეულებები, რომლებიც დანარჩენ საზოგადოებას აღაშფოთებს და ანცვიფრებს, მით უმეტეს, როცა ამ ტრადიციებს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი მოაქვს და მათ მიდევნას ბავშვებს სთხოვენ. ასეთ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე შიგადაშიგ გიამბობთ ხოლმე. ამჯერად ტაილანდში მცხოვრები ტომის, პადაუნდის წარმომადგენელთა ტრადიციას შევეხებით, რომელშიც პატარები მეტისმეტად აქტიურად არიან ჩართულები და მათი ცხოვრება მთლიანად იცვლება, ტომის წესების თანახმად. ამ ტომს უძველესი ტრადიცია აქვს - ქალებს ლითონის რგოლებით უგრძელებენ კისერს. რაც ყველაზე მთავარია, პირველ რგოლს ჯერ კიდევ 5 წლის ბავშვს უკეთებენ, მერე კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში უმატებენ. ამ ტომის ქალებს ჟირაფსებსაც უწოდებენ ამ უცნაური წესის გამო. ხოლო თუ რატომ აკეთებენ ამას, ტომის წევრებს ასეთი პასუხი აქვთ: გრძელი კისერი სილამაზისა და კეთილდღეობის ნიშანიაო.თითოეული რგოლის სისქე დაახლოებით ერთი სანტიმეტრია. უკვე მოზრდილ ქალს ორ ათეულამდე რგოლი აქვს, რომელთა საერთო წონა დაახლოებით 5 კილოგრამია. ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნება ქალისთვის მისი ზიდვა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს