ყველაფერი კიტრის შესახებ

ყველაფერი კიტრის შესახებ

კიტრის სამშობლო ინდოეთია. აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ის სუფრის მშვენებაა და სტუმარს განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მიართმევენ ხოლმე. ჩვენში მას ძირითადად სხვა ბოსტნეულთან, პომიდორთან, ხახვთან, მწვანილთან ერთად მიირთმევენ ან სადილობისას კერძს აყოლებენ, ზოგან კი, მაგალითად, ირანში, ჩაროზად მიაქვთ ხილთან ერთად.

კიტრი შესანიშნავად კლავს წყურვილს. არც არის გასაკვირი - მისი შემადგენლობის 95% ხომ წყალია. დანარჩენ ხუთიოდე პროცენტს ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები (თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით), ორგანული მჟავები და ნაცარი შეადგენს. აქედან 2-2,5% შაქრებია, 0,4-0,5% კი მინერალური ნივთიერებების წილად მოდის. კიტრი შეიცავს c, B1, B2 ვიტამინებსა და A პროვიტამინს. აღსანიშნავია, რომ კიტრი სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს. მისი სამკურნალო თვისებები ტუტე ელემენტების მინერალური მარილების, მიკროელემენტების მარილების, ეთერზეთებისა და პექტინების შემცველობით არის განპირობებული. კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლო მაგნიუმის, რკინის, ალუმინის, სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილები. სულ ახლახან მკვლევრებმა მასში ვერცხლის მარილებიც აღმოაჩინეს. გამოდის, რომ ერთი ჩვეულებრივი კიტრი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს.

სამკურნალო თვისებები

სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი - ეს კიტრის სამკურნალო თვისებათა არასრული ჩამონათვალია. მის შემადგენლობაში შემავალი პექტინები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აფერხებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე ლპობით პროცესებს, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. კიტრით სისტემატური კვება აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს კანს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს