რა იწვევს სიმსივნის ზრდას

რა იწვევს სიმსივნის ზრდას

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, საჭმელში ანტიოქსიდანტების მოხმარება სიმსივნური უჯრედების, კერძოდ კი ავთვისებიანი მელანომის წარმოქმნას იწვევს.

ექსპერიმენტები თაგვებზე ჩატარდა, რომლებსაც საკვებ დანამატად ანტიოქსიდანტებს აძლევდნენ, რის გამოც კანის სიმსივნე გაცილებით სწრაფი ტემპით წარმოიქმნებოდა. რაც შეეხება კანის კიბოს სახეობას - ავთვისებიან მელანომას, თაგვებზე ცდების ჩატარების შედეგად დამტკიცდა, რომ ადამიანების შემთხვევაშიც იგივე ეფექტი მიიღება.

”თავიდან სიმსივნე თაგვების კანზე არანაირ გავლენას არ იძლეოდა: არც იზრებოდა და არც აგრესიულად ვითარდებოდა. შემდეგ იწყებოდა უჯრედების გაორმაგება და ორგანიზმში გავრცელება”, - ყვება ინტერვიუში მოლეკულური და კლინიკური მედიცინის პროფესორი მარტინ ბერგე.

მეცნიერების კვლევებმა ცხადყო, რომ ანტიოქსიდანტები ნამდვილად იცავენ ჯანმრთელ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამღუპველი ზეგავლენისგან, მაგრამ როცა სიმსივნე უკვე წარმოიქმნება, ისინი სიმსივნური უჯრედების შენახვასაც უწყობენ ხელს.

”ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ თუ სიმსივნე უკვე წარმოიქმნა, აუცილებელია თავი შეიკავოთ ისეთი საკვები დანამატების მიღებისგან, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმსივნე განაგრძობს ზრდას და უფრო სწრაფად გავრცელდება ორგანიზმში”, - განაცხადა ბერგემ.

ანტიოქსიდანტები დიდი რაოდენობით მოიპოვება ისეთ პროდუქტებში როგორიცაა ხილი და კენკრა, ზოგი ბოსტნეული და აგრეთვე კაკაო, ჩაი და წითელი ღვინო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს