ჰიგიენის პირველი მცნება - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ჰიგიენის პირველი მცნება - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ჰიგიენის პირველი მცნებაა: დაიბანე ხელები

ყველას გვახსოვს - ეს აუცილებელია ჭამის წინ და მაინც, უმრავლესობა ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, ხელები დავიბანოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ, საფულიდან ფულის ამოღებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგაც კი. გეთანხმებით, ამ მცნების შესრულება ყოველთვის შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქუჩაში სეირნობისას ჩიფსებით, ნაყინით ან სხვა ნუგბარით გადაწყვიტეთ პირის ჩატკბარუნება.

ეს მცნება გვავიწყდება შესვენებაზე სამსახურის სასადილოში შესულებს. სტატისტიკის თანახმად, ქალთა მხოლოდ 20 და მამაკაცთა 7% იბანს ხელებს საგულდაგულოდ ტუალეტის შემდეგ და მხოლოდ ყოველ მეათეს მიაჩნია აუცილებლად ქუჩიდან ოფისში ან სახლში შესვლისას ამ ჰიგიენური რიტუალის ჩატარება. გაითვალისწინეთ: იმისთვის, რომ მიკრობები ორგანიზმში მოხვდნენ და დაავადება გამოიწვიონ, საკმარისია, დაუბანელი ხელით რაიმე მიირთვათ ან უმნიშვნელოდ შეეხოთ პირს.

ჭუჭყიანი ხელების დაავადებები

მედიცინაში არსებობს დაუბანელი ანუ ჭუჭყიანი ხელების დაავადებებად წოდებული პათოლოგიების ჯგუფი, რომელიც რიცხობრივად საკმაოდ სოლიდურია.

ვირუსული ჰეპატიტი

A და E ვირუსული ჰეპატიტები ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ტუალეტის შემდეგ დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას. ვირუსები ჭუჭყიანი ხელებიდან ხვდებიან სისხლში და იწყებენ ღვიძლის უჯრედების დაზიანებას. თავის დაცვა კი საკმაოდ ადვილია: საკმარისია, საგულდაგულოდ დაიბანოთ ხელები და არ მიირთვათ გაურეცხავი პროდუქტი.

კვებითი ინტოქსიკაციები

საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციები განსაკუთრებით ხშირდება ზაფხულობით, როდესაც დაავადების გამომწვევებს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები აქვთ. ენტეროტოქსინები პათოგენური ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტებია, რომელთა ნაწილიც თერმული დამუშავებისას იშლება, ნაწილი კი მაღალ ტემპერატურას უძლებს და სწორედ ისინი წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს. დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას ტოქსინები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება და მოწამვლას იწვევს.

ენტერიტი

დაავადება სისხლში უშუალოდ გამომწვევი მიკროორგანიზმის მოხვედრისას იწყება და არა მისი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ტოქსინის მოხვედრისას. ენტერიტის გამოწვევა შეუძლია ყოველგვარ მიკრობს, უმთავრესად - ბაქტერიებს. დაავადება ხელის ჩამორთმევითაც კი ვრცელდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს