ყველაზე ძვირადღირებული ყვავილები

ყველაზე ძვირადღირებული ყვავილები

წარმოგიდგენთ ყველაზე იშვიათ, ლამაზ და ძვირადღირებულ ყვავილებს მსოფლიოში.

ღამის მბრძანებელი (შეუფასებელია)

ამ ყვავილის ფასის განსაზღვრა შეუძლებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საოცრად იშვიათი მცენარეა, არამედ იმიტომაც, რომ მისი მოგროვება შეუძლებელია ისე, რომ არ დაზიანდე. ყვავილი მხოლოდ ღამით იშლება და მხოლოდ რამდენიმე საათით. ამასთან, დამამშვიდებელ სურნელს აფრქვევს. მისი მოწყვეტის შემდეგ ყვავილი სამ საათში ჭკნება, ამიტომ მისი ყიდვა ფიზიკურად შეუძლებელია.

ჯულიეტის ყვავილი (4,5 მილიონი დოლარი)

ეს ყვავილი პირველად საჯაროდ 2006 წელს ინგლისში, ყვავილების შოუზე გამოიტანეს. მან ყურადღება სილამაზით მიიქცია. დეიდ ოსტინს 15 წელი დასჭირდა, რომ ეს საოცარი ყვავილი შეექმნა.

ორქიდეა Shenzhen Nongke (250 000 დოლარი)

ეს ყვავილი პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანის ხელითაა შექმნილი. ამ ორქიდეის გასაზრდელად მკვლევარებს რვა წელი დასჭირდათ. მაღალ ფასს არა მხოლოდ ყვავილის უნიკალურობა, არამედ მისი სილამაზეც განაპირობებს. იმისთვის, რომ აყვავილდეს, მას 4-5 წელი სჭირდება და გარდა სილამაზისა, მათ ნაზი სურნელი ახასიათებთ.

ორქიდეა ”კანაბალუს ოქრო” (ცალი 6400 დოლარი)

ეს საოცარი ორქიდეა მხოლოდ კანაბალუს მთაზე იზრდება, ბორნეოს კუნძულებზე. მისი ყვავილობა 15 წლის შემდეგ დგება აპრილიდან მაისის პერიოდში. ამ ყვავილის ერთი თაიგული 600 000 დოლარი ღირს.

ეუსტომა (კონა 36 დოლარი)

ეუსტომა წელიწადში ერთხელ ყვავის და სიგრძეში 60 სანტიმეტრს აღწევს. მისი მაღალი ფასი იმითაა განპირობებული, რომ მოჭრილი ორ-სამ კვირას ცოცხლობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს