"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!" - "მოსადის" საიდუმლო ოპერაცია ნაცისტი ჯალათის შესაპყრობად

"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!" - "მოსადის" საიდუმლო ოპერაცია ნაცისტი ჯალათის შესაპყრობად

ლოთარ ჰერმანი, გერმანიაში დაბადებული ებრაელი, 1935 წელს ნაცისტებმა დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. შემდეგ, ნაცნობების დახმარებით, თავი ჰოლანდიას შეაფარა, იქიდან კი არგენტინას მიაშურა.

ჰერმანი უსინათლო იყო, სმენა კი ჩინებ­ული ჰქონდა. ერთხელ თავისი ქალიშვილის საუბარს მოჰკრა ყური: 12 წლის სილვია მეგობარს აღტაცებით უყვებოდა, ახალგაზრდულ კლუბში 16 წლის სიმპათიური გერმ­ანელი ბიჭი, კლაუსი გავიცანი, კლაუსი გვარად კლემენტია, თუმცა ამბობს, ნამდვილი გვარი­ აიხმანიაო. უსინათლო შეძრწუნდა. მას სმენოდა, რომ ებრაელების წამებაში გამორჩეული ნაცისტი ადოლფ აიხმანი არგ­ენტინაში იმალებოდა. იქნებ მისი ქალიშვ­ილის ნაცნობ ჭაბუკს ფაშისტ ჯალათთან ნათეს­აობა აკავშირებდა?

ადოლფ აიხმანის სახელი ყველა გერმან­ელი ებრაელისთვის იყო ცნობილი. გესტაპოს IV-B-4 განყოფილების უფროსი! სწორედ ამ განყოფილებას ევალებოდა ებრაელთა მასობრივი განადგურება, სწორედ ეს განყოფილება იდგა 5 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობის სათავეში...

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიხმ­ანი­ ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმ­რეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა და ყალბი­ პასპორ­ტით არგენტინაში გადასახლდა.­ "მერსედესის" ადგილობრივ ქარხანაში მოეწყო, იყიდა სახლი და მეუღლესა და ოთხ შვილ­თან­ ერთად მშვიდად ცხოვრობდა. ალბათ, კიდევ მრავალი წელი უზრუნველად­ იცხოვრებდა­ და სიცოცხლეს ბუნებრივი სიკვდილით დაასრულებდა, რომ არა ერთი ებრაელი უსინათლოს მიერ შემთხვევით გაგონილი­ ფრაზა... ჰერმანმა თავისი ვარაუდი ბუენოს-აირ­ესის ებრაელთა თემის წევრებს­ გაუზიარა. მალე ამ ინფორმაციამ ისრაელის დაზვერვის­ უწყებამდე, "მოსადამდე", მიაღწია. არგენტ­ინაში არსებული­ ისრაელის სადაზვერვო­ ქსელი­ ჰერმანის ვერსიის შემოწმებას შეუდგა.­ დადგინდა, რომ 16 წლის კლაუს აიხმ­ანის მამას მართლაც ადოლფი ერქვა, მაგ­რამ ეს უკან­ასკნელი ფოტოებზე აღბეჭდილ ცნობილ ნაცისტ ოფიცერს გარეგნულად მაინცდამაინც არ ჰგავდა. იმის იმედად, რომ ობიექტის იდენტიფი­ცირებისთვის ახალ მასალას მოიპოვებდა, "მოსადი" მას 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა.

1960 წლის 21 მარტს ბუენოს-აირესში აიხმანებმა დიდი წვეულება გამართეს. ეს დღე ნაცისტი ჯალათის ქორწინების 25-ე წლისთავს ემთხვეოდა. ისრაელის სპეცსამს­ახური დარწმუნდა, რომ ეს იყო მართლ­აც­ გესტაპოს მაღალჩინოსანი, რომელსაც 15 წელი უშედეგოდ ეძებდა... თუმცა, ისრაელს აიხმანის ექსტრადირების იმედი­ არ ჰქონდა. მამხილებელი­ მასალის წარდ­გენის შემთხვევაშიც კი არს­ებობდა ალბათობა, რომ გერმანელი­ ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი­ არგენტინის ხელისუფლება ნაცისტ ჯალათს არც კი დააპატიმრებდა. სწორედ ამიტომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა გესტაპოელის გატაცების საიდუმლო ბრძანება გასცა.

1960 წლის აპრილიდან "მოსადის" ოპერატიულმა თანამშრომლებმა არგენტინაში დაიწყეს თავმოყრა. გატაცების ოპერაცია უნდა დაემთხვიათ არგენტინის დამოუკიდებლობის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიისთვის, სადაც ისრაელის სამთავრობო დელეგაციაც მონაწილეობდა. გეგმის თანახმად, გატაცებულ აიხმანს დელეგაციის თვითმფრინავში მოათავსებდნენ.

29 აპრილისთვის არგენტინაში სპეცოპე­რაციის ყველა მონაწილე ჩავიდა. 30 მამა­კაცს, რომელთაგან შვიდს აიხმანის გატაც­ება, დანარჩენ ოცდაორს კი მათი მხარდაჭერა ევალებოდა, "მოსადის" დირექტორი ისერ ჰარელი ხელმძღვანელობდა. რაზმი­ აღჭურვილი იყო სპეცტექნიკით, უახლესი­ იარაღით, ყალბი საბუთებით და მანქანის ნომრებით. ბუენოს-აირესში მათ რამდენიმე ბინა, კერძო სახლი და ავტომანქანა იქირავეს. გესტაპოს ჯალათი 11 მაისს უნდა აეყვანათ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს