8 წლის ცალფეხა ბალერინა სცენას იპყრობს

8 წლის ცალფეხა ბალერინა სცენას იპყრობს

ამერიკელი ალისა საიზმორი ბევრი ადამიანისთვის იქცა მაგალითად. 4 წლიდან ცეკვავდა ბალეტს და ახლაც აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ავტოკატასტროფის გამო ცალი ფეხი დაკარგა. შარშან მაისში გოგონას სატვირთო მანქანა დაეჯახა და ექიმები იძულებული გახდნენ მუხლის ქვემოთ მარჯვენა ფეხი მოეჭრათ. "ვიგრძენი, რომ ჩემი ნახევარი დავკარგე", - ამბობს გოგონა. თუმცა ალისა ამან ვერ გატეხა. უკვე 9 თვეში ცეკვას დაუბრუნდა და პროთეზიანი ფეხით განაგრძო ვარჯიში.

საცეკვაო სტუდიაში ალისას გამოსვლის ამსახველ ვიდეოს "იუთუბზე" მილიონზე მეტი ნახვა აქვს. შუა ცეკვის დროს ალისა პროთეზს აგდებს და განაგრძობს ცეკვას.

ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ალისამ კონკურსებში მონაწილეობაც გაბედა - "ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ მე - ვერ".

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს