მეცნიერებმა გულის დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი დაასახელეს

მეცნიერებმა გულის დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი დაასახელეს

მოწევა გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამოწვევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია, განსაკუთრებით თუ ის სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს ემატება. საშუალოდ, მოწევა სიცოცხლეს შვიდი წლით ამცირებს. თამბაქოსგან გამოწვეულ სისხლის ცვლილებებს მივყავართ ტრომბების წარმოქმნამდე.

მწეველებს სისხლში ნახშირბადის მაღალი შემცველობა აქვთ, რაც ქსოვილში ჟანგბადის მიწოდებას არღვევს. ამასთან, ნიკოტინი არტერიების სპაზმს იწვევს, რასაც არტერიული წნევის აწევამდე მივყავართ. მწეველებს ინფარქტის რისკი ორჯერ უფრო მაღალი აქვთ, ხოლო მოულოდნელი სიკვდილის რისკი ოთხჯერ უფრო მაღალი, ვიდრე არამწეველებს.

შაქრნიანი დიაბეტი აგრეთვე რისკ ფაქტორია, მის შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და მათი გართულების რისკი ორჯერ იზრდება. პაციენტებს, რომლებიც გულის იშემიური დაავადებით იტანჯებიან, ყველაზე ცუდი პროგნოზები აქვთ, განსაკუთრებით ინფარქტის განვითარების მხრივ. ითვლება, რომ 1-წლიანი შაქრის დიაბეტის შემთხვევაში, თითქმის ყველა დაავადებულს აღენიშნება საკმაოდ გამოკვეთილი ათეროსკლეროზი. ინფარქტი ყველაზე გავრცელებული მიზეზია შაქრის დიაბეტით დაავადებულთა სიკვდილში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს