"აესე მენდო, ტოო, იმედს როგორ გავუცრუებდი..." - ნამდვილი ქართული ამბავი, რომელმაც უამრავ ადამიანს გული გაუთბო

"აესე მენდო, ტოო, იმედს როგორ გავუცრუებდი..." - ნამდვილი ქართული ამბავი, რომელმაც უამრავ ადამიანს გული გაუთბო

ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ უჩვეულო ამბავი მართლაც ბევრის გულს გაათბობს და ადამიანებისადმი ნდობას დაუბრუნებს...

"ახლა ვერ მოვნიშნავ იმ ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაგრამ რომ წაიკითხავს, თავად დააკომენტარებს, ალბათ...

მოკლედ, კაი 15 წლის წინ, წერეთელზე რომ ვცხოვრობდი, ეკა სტუმრად მოვიდა, მაგრამ სახლში არ დავხვდი... კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ლელა უნდა მოსულიყო, რომლისთვისაც ეკას ფული ჰქონდა მისაცემი...

მე ცოტა მაგვიანდებოდა, ლელამაც მოსვლა დააგვიანა, ეკა წასასვლელი იყო, ეჩქარებოდა...

იდგა გაჩერებაზე და რა გაეკეთებინა, არ იცოდა...

ტელეფონზე შეეხმიანა და ლელამ უთხრა, - ნახევარი საათი მაგვიანდებაო...

მოკლედ, ეკამ მიიხედ-მოიხედა, იქვე, გაჩერებასთან, შენობის კუთხეში ტიპი იყო ჩაცუცქული...

- აქ დიდხანს იქნებიო? - ჰკითხა ეკამ...

ძალიან ალალი და მიამიტი გოგოა ეს ჩემი მეგობარი (დედით სვანია)... სიკეთით სავსე... ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, ვინმემ ბოროტება გააკეთოს... ტასოს ვეძახდით, ბატი ტასიკოსთან მსგავსების გამო.

- ვა, რატო მეკითხები, ტო? - გაუკვირდა იმ ტიპს...

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს