5 პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტებში არ უნდა შეიძინოთ

5 პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტებში არ უნდა შეიძინოთ

თუ ეძებთ საკვებზე გამოყოფილი ხარჯების შემცირების ხერხებს და ამასთან, გსურთ თქვენი კვების რაციონი სასარგებლო და ჯანსაღი გახადოთ, მაშინ ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. თავი შეიკავეთ სუპერმარკეტებში იმ ხუთი პროდუქტის შეძენისგან, რომელზეც ქვევით მოგიყვებით.

პროდუქტები არომატიზატორებით

გასაგებია, რომ ქიშმიში ძალიან გემრიელია, მაგრამ აარჩიეთ ნამდვილი და არა მათი იმიტაცია. უმეტესწილად "პეჩენიებში", შოკოლადებში და სოუსებში, რომლებსაც აწერია ”გემოთი და არომატით”, ყურძნის შემცველობა ან ძალიან დაბალია, ან ნულს უტოლდება. ჯობს იყიდოთ ნამდვილი ყურძენი და ჩართოთ თქვენს რაციონში, როგორც ბუნებრივი ვიტამინების და ანტიოქსიდანტების წყარო.

ბოთლში დაფასოებული ცივი ჩაი

ჩაი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, დაბალკალორიული სასმელია. მხოლოდ მაშინ,  თუ თავად ამზადებთ მას. ბოთლში ჩამოსხმული ცივი ჩაი სავსეა შაქრით და დამატკბობლებით. შესაბამისად, ის ჩაი აღარაა, უბრალოდ, გამაგრილებელი სასმელია, ისეთივე, როგორიც ნებისმიერი გაზიანი სასმელი.

უცხიმო მიწის თხილის კარაქი

ჩვეულებრივი მიწის თხილის კარაქი გვამარაგებს კარგი ცხიმებით და ცილებით. უცხიმო მიწის თხილის კარაქში კი ამ სასარგებლო ცხიმების ადგილს შაქარი იკავებს. ამიტომ ჯობს ჩვეულებრივი მიწის თხილის კარაქი შეიძინოთ.

ნახევარფაბრიკატები

გაყინულ, მზა საკვებზე მიკრული ეტიკეტი ძალიან მადისაღმძვრელად და მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ისინი სავსეა ნატრიუმით, ცუდი ცხიმებით, შაქრით, ფქვილით და კონსერვანტებით. ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა უბრალოდ გაყინულ ხორცს, თევზს ან ბოსტნეულს.

პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული წყალი

ჯობს იყიდოთ მათარა ან მსგავსი ჭურჭელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის პლასტმასივით საშიში არაა და თან ფულიც დაგეზოგებათ, ამით საკუთარ თავს და გარემოსაც დიდ სამსახურს გაუწევთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია