ადამიანების საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების ფაქტები

ადამიანების საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების ფაქტები

როდესაც ადამიანები უგზო-უკვლოდ იკარგებიან, ჩნდება სხვადასხვა ზებუნებრივი ვერსიები იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. წარმოგიდგენთ გაუჩინარების ისტორიებს, რომლებიც ლეგენდარულ თქმულებებად არის ქცეული.

1. 1809 წელს დიპლომატი ბენჟამინ ბატერსი მისტიკურად გაუჩინარდა გერმანიაში,  სასტუმროში ყოფნის დროს. პრესაში განიხილებოდა მრავალი ვერსია: შესაძლოა, ეს იყო მკვლელობა, საფრანგეთის მთავრობის მიერ წარმოებული მოტაცება ან თვითმკვლელობა.

2. 1974 წლის 8 ნოემბერს, მას შემდეგ, ბრიტანელი ლორდის ყოფილი ცოლის სახლში ცემისგან მკვდარი ბავშვების ძიძა აღმოაჩინეს, ბრიტანელი ლორდი ლუკანი აორთქლდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ, მისი აღმოჩენა მაინც ვერ მოხერხდა. 1999 წელს ლორდი ოფიციალურად ცნეს გარდაცვლილად.

3. როდესაც 1483 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ედუარდ მეოთხე, ტახტზე მისი ძმა, რიჩარდ მესამე ავიდა, რომელმაც ედვარდის ორი პატარა შვილი უკანონო შვილებად გამოაცხადა. ისინი ლონდონის თაუერში გამოკეტეს, მალე კი ბავშვები გაქრნენ. პოპულარული ლეგენდის მიხედვით, რიჩარდმა ბავშვები მოკლა, მაგრამ საიდუმლო დღემდე უცნობია.

4. პირველი სოციალისტი, რომელიც ინგლისის პარლამენტში 1920 წელს აირჩიეს, გახლდათ ვიქტორ გრეისონი. ის ერთ საღამოს საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარდა. მეგობრებს განუცხადა, რომ ცოტა ხნით სასტუმროდან უნდა გასულიყო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ვარაუდობენ, რომ ის მოკლეს იმ გამოძიების გამო, რომელსაც ატარებდა მთავრობაში კორუფციის გამოსავლენად.

5. ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული საიდუმლო გაუჩინარება 1900 წელს ბრიტანეთში მოხდა, როდესაც შოტლანდიურ კუნძულ ფლენანზე შუქურის სამი დარაჯი გაუჩინარდა. მათი გაქრობის ვერსიები მრავალია, უცხოპლანეტელების მიერ გატაცებით დაწყებული, მკვლელობით დამთავრებული. თუმცა პასუხი, თუ სად გაქრა სამი მამაკაცი, დღემდე არ არსებობს.

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

კევინ მაკალისტერის სახლის ფორმის ჯანჯაფილის ნამცხვარი - კონდიტერმა ფილმს, "მარტო სახლში" ულამაზესი ნამუშევარი მიუძღვნა (ფოტოები)