როგორ მოვიშოროთ ნაიარევები შინაური საშუალებებით

როგორ მოვიშოროთ ნაიარევები შინაური საშუალებებით

კანზე არსებული ძველი ნაწიბურების უკვალოდ გაქრობა ქირურგიული გზითაც კი შეუძლებელია. მხოლოდ კანის დიდი უბნის გადანერგვის ძვირად ღირებული და რთული ოპერაცია თუ გაუმკლავდება ამ პრობლემას. ახალი ნაიარევები კი შეიძლება ხალხური საშუალებებით მოვიშოროთ, თუმცა ამისთვის საკმაო დრო და მოთმინებაა საჭირო. ნაწიბურების მოსაშორებელ ხალხურ საშუალებათა არსენალი ფართოა. შევარჩიოთ რამდენიმე მათგანი და გამოვიყენოთ, სანამ დამაკმაყოფილებელ შედეგს არ მივიღებთ.

ხახვის წვენი

ნაწიბურების მოსაშორებელ საუკეთესო საშუალებად ხახვი მიიჩნევა. ის შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც კანის რეგენერაციის პროცესებს აძლევს ბიძგს. წინასწარ ცხელი წყლით ან ორთქლით დარბილებულ კანზე, დანაწიბურებულ ადგილას, წავისვათ ხახვის ახალგამოწურული წვენი. ასე მოვიქცეთ დღეში რამდენჯერმე რამდენიმე თვის განმავლობაში. შედეგი მყისიერად ვერ გახდება შესამჩნევი, მაგრამ აუცილებლად დადგება, თუ რეგულარულად გამოიყენებთ ამ საშუალებას და შუა გზაზე არ შეწყვეტთ მკურნალობას.

გოგრის თესლის ნიღაბი

გოგრის თესლი უნდა გავახმოთ, დავფქვათ, დავუმატოთ ცოტაოდენი კვერცხის ნაჭუჭი, შევურიოთ ზეითუნის ზეთი და მიღებული ფაფის კომპრესი მთელი ღამით დავიდოთ ნაწიბურზე. გაიმეორეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

კიტრი, ბანანი, ლიმონი

კომპრესების პარალელურად ნაიარევზე დღეში რამდენიმეჯერ უნდა წავისვათ კიტრის წვენი, დავიდოთ ბანანის ან ლიმონის ნაჭერი.

ბალახეული საშუალებები

ბალახებიდან კანის რეგენერაციის ეფექტი ახასიათებს გვირილას, სალბს, ჭინჭარს, გულყვითელას, ოხრახუშს, მრავალძარღვას, ბაბუაწვერას, მწვანე ჩაის, პიტნას, კრაზანასა და რძიანას. კარგი იქნება, მონაცვლეობით დაიდოთ ამ მცენარეების ნახარშის საფენებიც ან მათი ნარევის ნახარში გამოიყენოთ. ესეც 2-3 თვეს უნდა გაგრძელდეს.

თაფლი

ნაიარევ კანზე დღეში 2-ჯერ შეიზილეთ თაფლი. რამდენიმე თვეში არცთუ ისე ახალი ნაწიბურებიც კი გაუფერულდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს