როგორ უხსნიან ევროპელ ბავშვებს მათი ჩასახვის საიდუმლოს? - ძალიან თამამი ილუსტრაციები

როგორ უხსნიან ევროპელ ბავშვებს მათი ჩასახვის საიდუმლოს? - ძალიან თამამი ილუსტრაციები

ყველა მშობლის ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე უხერხული მომენტი მაშინ დგება, როცა შვილი დაბადების შესახებ იწყებს კითხვების დასმას. "საიდან გავჩნდი?", "როგორ ჩნდებიან ბავშვები?" - ამ კითხვების დასმის შემდეგ რას აღარ ვიგონებთ, რომ პასუხი ბავშვის ენაზე გავცეთ. როდის და როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვებს მათი ჩასახვის ამბავი, სხვა სტატიის თემაა, ამჯერად კი წარმოგიდგენთ წიგნს, რომელიც სწორედ "ამ მისიით" შეიქმნა. ეს დანიელი მწერლის, პედაგოგისა და ფსიქოლოგის პერ ჰოლმ კრუდეშის წიგნი გახლავთ "სიმართლე ბავშვის გაჩენის შესახებ".

მასში საკმაოდ ღია ტექსტებითა და თამამი ილუსტრაციებითაა მოცემული "შიშველი სიმართლე". საყურადღებოა, რომ წიგნი საკმაოდ ძველია, 1975 წელს გამოიცა პირველად და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. მეტიც, დიდი წარმატებით იყიდება ცნობილ ონლაინ მაღაზიებში...

გამოდის, რომ ბავშვებისთვის თამამი სიმართლე, რის თქმასაც ჩვენ დღემდე ვერ ვბედავთ, ევროპაში 40 წლის წინაც კი დასაშვებად მიაჩნდათ. გადახედეთ ამ ილუსტრაციებს, როგორ ფიქრობთ, რა ასაკიდან შეიძლება მათი ბავშვებისთვის ჩვენება?

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს