გოგონა, რომელსაც გული გარეთ აქვს

გოგონა, რომელსაც გული გარეთ აქვს

ეს მართლაც უცნაური გოგონაა, დიდი გულით, რომელიც მის მკერდში ვერ დაეტია! ექვსი წლის ვირსავია ბორუნს გულის ექტოპია აქვს – მისი გული გარეთ არის მოქცეული და მხოლოდ კანით დაფარული.

ცოტა ხნის წინ დედამისთან ერთად სამხრეთ ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად, იმ იმედით, რომ იქ ოპერაციას გაუკეთებდნენ. თუმცა ბოსტონელმა ექიმებმა გამოაცხადეს, რომ გოგონასთვის დანის მიკარება არ შეიძლება, რადგან მეტისმეტაც მაღალი წნევა აქვს.

ვირსავიას პერიოდულად სინჯავენ ექიმები, რომ იპოვონ მომენტი, როცა ოპერაციისთვის იქნება მზად. თუმცა ჯერ ეს მომენტი არ დამდგარა. ამასობაში გოგონა მსოფლიომ გაიცნო. დედამისის თქმით, როცა ორსულად იყო, ექიმებმა უთხრეს, რომ გოგონა ვერ გადარჩებოდა. თუმცა მან გაჩენა გადაწყვიტა. ის ფაქტი, რომ ვირსავია გადარჩა, ექიმებს აოგნებს.

ვირსავიას ისეთივე ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს, როგორც მის თანატოლებს, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ სხვებზე მეტად უვლის თავს და ცდილობს, "საშიში" თამაშები არ ითამაშოს – არ დაიზიანოს თავისი ყველაზე სათუთი ორგანო. გოგონა მღერის, ცეკვავს, ხატავს და მალე სკოლაშიც შევა.

იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს