სევდის, სიყვარულის და ვნების ამსახველი საუკეთესო ფოტოები

სევდის, სიყვარულის და ვნების ამსახველი საუკეთესო ფოტოები

ნივშა ტავაკოლიანი (თეირანი, ირანი, 2010 წ.)

"გადავწყვიტე ჩემი სახლი ფოტოსტუდიად გადამეკეთებინა და მეგობრების და მეზობლებისთვის პორტრეტები გადამეღო" - ამბობს ირანელი ფოტოგრაფი ნივშა ტავაკოლიანი. "ნაგმე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია თეირანში, ლამაზია, ჭკვიანი და მხიარული. ფოტოებს სრულ სიჩუმეში ვუღებდი. უცებ ისე, რომ გამომეტყველება არ შეცვლია, მან ტირილი დაიწყო. შემდეგ დამემშვიდობა და მშვიდად წავიდა". ფოტოს სიძლიერე მისი სპონტანურობიდან მოდის. ნაგმეს დაუცველი გამოხედვა პოზირებისგან ძალიან შორსაა.

პოლ ფუსკო (სან ფრანცისკო, ამერიკა, 1968 წ.)

პოლ ფუსკომ ეს ფოტო მომღერალ ჯენის ჯოპლინს გადაუღო ფილმორში გამართული კონცერტის დროს. "ჯოპლინის გადაღება ძალიან პირადი გამოცდილება იყო. მასთან კავშირი ვიგრძენი ჩემი კამერის ობიექტივით. მისი ნამღერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ის განცდა 1968 წლის შემდეგ ცოცხლობს ჩემში", - ყვება ფუსკო.

გაი ლე კვერეკი (კაპდ ანტიბის, საფრანგეთი, 1956 წ.)

"ფოტოგრაფი აკრობატია, რომელიც წვრილ თოკზე გადის და ისე ცდილობს ჩამოვარდნილი ვარსკვლავების გადაღებას. ეს ერთ-ერთი პირველი ფოტოა, რაც გადამიღია. ფრანგული რივიერას შენობის სახურავია. შუაში ქალი დედაჩემია. სანამ მერლინი აფრიალებულ კაბას სტილის ლოგოდ აქცევდა, ეს მანამდე მოხდა", - ყვება კვერეკი.

სტივ მაკქიური (ლა ესპერანზა, კოლუმბია, 2004 წ.)

ძალიან ცნობილი ფოტოს "ავღანელი გოგონას" ავტორი თვლის, რომ ფოტოგრაფია ინტიმურობის აქტია. "ამ ფოტოში მამის და შვილის უთიერთობა ინტიმს ასახავს. ეს ოჯახი მატერიალურად არ იყო შეძლებული, მაგრამ მდიდარი ურთიერთობები ჰქონდათ, ნდობა და ისეთი სიყვარული, რომელიც შიშსაც კი უკუაგდებს", - ყვება მაკქიური.

სტიუარტ ფრანკლინი (ნგლისი, დიდი ბრიტანეთი, 1996 წ.)

ამ ფოტომ სიღრმე დროსთან ერთად მოიპოვა. "ზაფხულის ცხელი დღე იყო. ჩემი უმცროსი ვაჟი ბილი ორი წლის იყო, დეიდამისის სახლის სამზარეულოში გრილდება. ლაბრადორი ფიბი უკანა კარებს უცქერს ინტერესით, თუ რა ხდება გარეთ. დღეს ბილი უნივერსიტეტში მიდის. დრო მიფრინავს, მაგრამ ფოტოებს შეუძლიათ ჩვენი ინტიმური მომენტები ძვირფას მოგონებებად აქციონ", - აცხადებს ფრანკლინი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს