შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წუთებში ტენის

შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წუთებში ტენის

იაპონიაში, ელექტრონული ბატარეების სიმპოზიუმზე წარმოადგინეს ბატარეები სმარტფონებისთვის, რომლებიც ყველაზე სწრაფად ტენიან ტელეფონს.

სიახლე კომპანია ”ჰუავეის” კვლევითმა ნაწილმა წარმოადგინა. სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა დატენვის ახალი მეთოდის პრეზენტაცია გამართა. მათი ბატარეის წყალობით, ორ წუთში სმარტფონი 68%-მდე იტენება.

დატენვის სიჩქარის რეკორდული მატება კომპანიამ ჰეტეროატომების ჩანერგვით შეძლო. ეს ნაწილები ასრულებენ კატალიზატორის როლს და ქიმიურ რეაქციაში შედიან ანოდის გრაფიტის მოლეკულებთან. ამასთან, დატენვის ხანგრძლივობა და ბატარეის სიცოცხლის დრო ნარჩუნდება. გამომგონებლების აზრით, მათი აღმოჩენა რევოლუციას მოახდენს სმარტფონების, ნოუთბუქების და სხვა ელექტრომოწყობილობების დარგში.

მომზადებულია dayonline.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს