მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რა კავშირი აქვს საუზმეს მოსწავლის სასკოლო მიღწევებთან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რა კავშირი აქვს საუზმეს მოსწავლის სასკოლო მიღწევებთან

საუზმე ბავშვის აკადემიურ მოსწრებას ამაღლებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც კვლევები დაწყებითი კლასების 5 000 მოსწავლეზე ჩაატარეს.

მეცნიერების დასკვნები ეფუძნება მასშტაბურ სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელიც 100 ბრიტანულ დაწყებით სკოლაში ჩაატარეს. ბავშვების ასაკი ცხრიდან თერთმეტ წლამდე მერყეობდა.

გამოკითხვა ეხებოდა პროდუქტების ნაკრებს, რომელსაც სკოლის მოსწავლეებს საუზმეზე აჭმევდნენ. სკოლაში მიღწევებზე დაკვირვება 6-დან 18 თვემდე გაგრძელდა.

მეცნიერებმა კვლევის შედეგად შემდეგი დასკვნები გამოიტანეს: საუზმე საშუალოდ ორჯერ ზრდის მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას სკოლებში. ამასთან, საუზმე, რომელიც მხოლოდ ნახშირწყლებისგან შედგება, მოსწრებას არ ზრდის.

ცალკე ყურადღება ექსპერტებმა საკვების ხარისხს მიაქციეს, რადგან საუზმეზე არაჯანმრთელი საჭმლის (ჩიფსები და ტკბილეული) მიღების შემთხვევაში, მოსწავლეები თავს ვერ იჩენდნენ სკოლაში.

მეცნიერების თქმით, მათ მოახერხეს ჩაეტარებინათ ყველაზე დიდი გამოკვლევა, რომელიც საუზმის მნიშვნელობას ცხადყოფდა თანამედროვე მოსწავლეების ცხოვრებაში.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს