რით ფასობს ჩეხური "როკოკო" და როგორ გავარჩიოთ ყალბისგან

რით ფასობს ჩეხური "როკოკო" და როგორ გავარჩიოთ ყალბისგან

მოგვიანებით ლარნაკ-ჭურჭელს უკვე ოქროსა და ვერცხლისგანაც ამზადებდნენ. ჩვენამდე არაერთ ლარნაკს მოუღწევია უძვირფასესი ქვებით შემკულს.

ანტიკვარული ლარნაკი სწორი და მკაფიო პროპორციებით, ასევე საოცარი ფერთა შეხამებით გამოირჩევა. ანტიკვარიატის ყველაზე ფასეული ნივთები მინის, მეტალის და ფაიფურის ლარნაკებია.

ბევრი მიიჩნევს, რომ პირველი საყვავილე ლარნაკი აღორძინების ეპოქაში გაჩნდა, როცა ინტერიერის ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ, ლარნაკებს კი უძლიერესი ოსტატები ხელით ქმნიდნენ და ძვირფასი მასალით ამკობდნენ.

მე-18 საუკუნის როკოკოს სტილის ლარნაკები ზომაშიც მასშტაბურია და ძალიან ბევრი დეტალითაა შემკული. უფრო თანამედროვე, მე-19-მე-20 საუკუნის ლარანაკებს უფრო მსუბუქი და რბილი ფორმები აქვთ. ამ პერიოდში მათ დასამზადებლად ძირითადად ფაიფურს და მინას იყენებდნენ. ეს ტრადიცია ჩვენს თანამედროვეობამდე გაგრძელდა.

რაცთუ შორეულ წარსულში ჩვენში ბევრი დიასახლისი ამაყობდა როკოკოს ლარნაკებითა თუ სერვიზებით. ეს ნივთები დღესაც არაერთ ოჯახში თვალსაჩინოდაა გამოფენილი. მათი უმეტესობა ჩეხური ნაწარმია. ჩეხური მინის (ბოჰემიური მინა, რომელსაც ხშირად როკოკოს უწოდებენ ხალხში) დამუშავების ტექნიკა ხომ მთელს მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული და ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს. ფერადი და გამჭვირვალე ბოჰემიური მინა უნიკალური ტექნოლოგიით მიიღება. მასში ხელით დამუშავებას დიდი წილი მიუძღვის.

მე-16 საუკუნის დასაწყისში ჩეხეთში 80-ზე მეტი სახელოსნო იყო, რომელიც მინისგან ნამდვილ შედევრებს ამზადებდა. ამ პერიოდში ჩეხეთში მასობრივად გადასახლდნენ საქსონიელი მინის ოსტატები, რომლებმაც წარმოებას "ახალი სუნთქვა" გაუხსნეს. კლასიკურმა ჩეხურმა და ახალმა საქსონიურმა ტექნოლოგიებმა გარდატეხა შეიტანეს მინის დამუშავების ისტორიაში და 1684 წელს მიიღეს არაჩვეულებრივად სუფთა და გამჭვირვალე მინა, რომელსაც ბოჰემიური სასწაული უწოდეს. ასე დაიბადა ბოჰემიური მინის ლეგენდა, რომელიც დღესაც თითქმის ყველა ჩვენგანის სახლში "სუნთქავს". იშვიათად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც ერთი ბოკალი ან ლარნაკი არ მოეძებნებოდეს ჩეხური მინისგან დამზადებული.

ბოჰემურ მინას არაერთი მონარქის სასახლე დაუმშვენებია და დღესაც ამშვენებს უმდიდრესი აპარტამენტების ინტერიერს. ამ მინას საუკუნეებისწინანდელი ტექნოლოგიის მსგავსად, ჩეხეთში დღესაც სანახევროდ ხელით ამუშავებენ.

იხილეთ გაგრძელება და ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს