"მათი უკანასკნელი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება" - ტერაქტს გადარჩენილი გოგონას წერილი

"მათი უკანასკნელი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება" - ტერაქტს გადარჩენილი გოგონას წერილი

მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელიც 13 ნოემბერს მოხდა პარიზში. ასობით დაღუპული, ასობით დაჭრილი, ათასობით შეშინებული მოქალაქე და მილიარდობით მგლოვიარე ადამიანი მსოფლიო მასშტაბით...

ნამდვილი გმირი გახდა 22 წლის ინგლისელი იზაბელ ბოდერი, რომელიც საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის დროს სასწაულებრივად გადარჩა. თავის ფეისბუქ-გვერდზე იგი დაწვრილებით აღწერს, რა ხდებოდა იმ საშინელ ღამეს დარბაზში ტერორისტების შემოჭრის შემდეგ.

"თქვენ არასდროს იფიქრებთ, რომ ეს შეიძლება თქვენ შეგემთხვათ. ეს იყო ჩვეულებრივი კონცერტი. ატმოსფერო იყო ისეთი სასიამოვნო, რომ ყველა ცეკვავდა და იღიმოდა. როდესაც მთავარი შესასვლელიდან შემოვიდნენ ადამიანები და ცეცხლი გახსნეს, ჩვენ გვეგონა, რომ ეს შოუს ნაწილი იყო. ეს იყო არა მარტო ტერაქტი, ეს იყო ომი. ათეულობით ადამიანი დახვრიტეს ჩემ თვალწინ. იატაკი მორწყული იყო სისხლით. ისმოდა კაცების ხმამაღალი ღმუილი, რომლებსაც თავიანთი გოგონები ესვენათ ხელზე. მომავალი განადგურდა, ოჯახები დაინგრა სულ რაღაც წამებში. შეშინებულმა, ერთი საათის განმავლობაში თავი მოვიმკვდარუნე. ვცდილობდი, არ გავნძრეულიყავი და სუნთქვა შემეკავებინა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს