The People: რატომ ლანძღავენ ქართველი მამაკაცები ქართველ ქალებს

The People: რატომ ლანძღავენ ქართველი მამაკაცები ქართველ ქალებს

ეს სტატია საიტ The People-ზე გამოქვეყნდა. ავტორი იულია დრინია, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრჯერ ყოფილა საქართველოში. მის სტატიას უცვლელად გთავაზობთ. საინტერესოა, რას და რატომ ფიქრობენ ქართველი მამაკაცები, რომლებიც იულიამ მოძებნა და რატომღაც, რბილად რომ ვთქვათ, განაწყენებული არიან ქართველ ქალებზე. რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი არწმუნებენ სლავებს, რომ ქართველ ქალებს ბევრად ჯობიან და ქართველი ქალები თურმე გაცილებით მეტი მინუსით არიან აღჭურვილი, ვიდრე პლუსით:

"ქართველმა მამაკაცებმა The People-ს უამბეს, რომ სლავი ქალები, მათი აზრით, ქართველ ქალებს ჯობიან, თურმე სლავი ცოლის ყოლა ისევე პრესტიჟული ყოფილა, როგორც "ბენტლის" ყოლა და თურმე სლავ ქალთან გატარებული ერთი წელი ქართველ ქალთან გატარებულ ხუთ წელს ჯობს.

აბსოლუტურად ყველა სლავი გოგონა, რომელიც საქართველოში ყოფილა (განსაკუთრებით ქერათმიანები) დაადასტურებს, რომ ქართველი მამაკაცები მათდამი გულგრილები არ არიან. ჩვენ ყოველთვის გვიკლებენ ფასს "ლამაზი თვალების გამო" და ისე გვიყურებენ, როგორც მწყურვალე ადამიანი ყინულიან წყალს. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ვიწვევდით ასეთ ყურადღებას? ჩემსკენ მომართული მორიგი ჯიგიტის ყველა მზერა მაოცებდა: "ნუთუ მათ თავიანთი ქალები არ ყოფნით?" ცოტა ხნის წინ ხაჭაპურისა და ხინკლის სამშობლოში მყოფმა ვისარგებლე შემთხვევით და ვიპოვე მამაცი ბიჭები, რომლებმაც ამიხსნეს, რატომ არ მოსწონთ ქართველი ქალები.

სანდრო ნემსაძე, 27 წლის (3 წელი ჰყავდა რუსი ცოლი): "ჩემს რუს ცოლს თურქეთში შევხვდი (იქ ვმუშაობდი, ის კი თავის შეყვარებულთან ჩამოვიდა სტუმრად). ყველაფერს თუ დავარქმევთ თავის სახელს, მე ის შეყვარებულს წავართვი (ასეთები არიან სლავი ქალები - მათ გამო შეიძლება თავიც დაკარგო და მეგობარიც გაიმეტო). რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ საქართველოში ვიქორწინეთ. დღემდე მახსოვს, როგორ დაურეკა მშობლებს რუსეთში და უთხრა: "დედა, ქართველს გავყევი ცოლად". სამწუხაროდ, სამი წელი ვიყავით მხოლოდ ერთად, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის კარგი გოგონა, მეგობარი და კარგი ცოლი იყო (და ყოველთვის ვიეჭვიანებ მასზე). მომავალში კი (თუ ბედმა კიდევ მომიმზადა ერთი ქორწინება), ალბათ ისევ სლავზე ვიქორწინებდი. დამიჯერეთ, ჯობს ერთი წელი სლავთან იცხოვრო, ვიდრე ხუთი - ქართველთან.

განაგრძეთ კითხვა

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ