მსოფლიოს უმდიდრესი მონარქების ათეული

მსოფლიოს უმდიდრესი მონარქების ათეული

მსოფლიოს უმდიდრესი მონარქების ათეულში დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბეთ II პირველ ადგილს იკავებს. 89 წლის მონარქი გაერთიანებულ სამეფოს 1952 წლიდან მართავს. მისი ქონება 60 მილიარდ ფუნტ სტერლინგად ფასდება, რაც, დაახლოებით, 94,8 მილიარდი აშშ დოლარია.

მეორე ადგილზეა საუდის არაბეთის მეფე აბდალა იბნ ანდელ აზიზ ალ-საუდი, რომელიც იანვარში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. საუდელი მონარქი ნავთობით მდიდარ ქვეყანას 2005 წლიდან მართავდა. მეფის ქონება 63,2 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

მესამე ადგილს აბუ-დაბის ემირი, 67 წლის შეიხ ხალიფა იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანი იკავებს 47,4 მილიარდი აშშ დოლარით. შეიხი არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქმედი პრეზიდენტიცაა.

ტაილანდის 87 წლის მეფე ფხუმიპონ ადულიადეტი კი ათეულში მეოთხე ადგილს იკავებს. ის ქვეყანას 1946 წლიდან მართავს და ამ პერიოდის განმავლობაში, მისი ქონება 44,24 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მონარქის კუთვნილი ძვირფასი ქვის კოლექცია მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

მეხუთე ადგილს იკავებს დუბაის ემირი შეიხ მუჰამედ იბნ რაშიდ ალ-მაქტუმი, რომლის ქონებაც 39,5 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება. 66 წლის შეიხი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს.

მეექვსე ადგილზეა ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი 37.92 მილიარდი აშშ დოლარით. 69 წლის მონარქი ქვეყანას 1967 წლიდან მართავს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს