როგორია სილამაზის სალონებში დაინფიცირების შანსები - განგაში ზოგჯერ ცრუა

როგორია სილამაზის სალონებში დაინფიცირების შანსები - განგაში ზოგჯერ ცრუა

თბილისში დღესდღეობით, 2 ათასზე მეტი სილამაზის სალონია. გარდა რამდენიმე ბრენდული სალონისა, სადაც ხელსაწყოების სრულფასოვანი სტერილიზაციისათვის საჭირო დანადგარები აქვთ, უმრავლესობა, ძირითადად, მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს იცავს. სახელმწიფოში არ არსებობს სამსახური, რომელიც კოსმეტოლოგიური დაწესებულებების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მომხმარებლის უსაფრთხოება მხოლოდ სალონის მომსახურე პერსონალის სინდისიერებასა და თავად მომხმარებლის "ფხიზელ თვალზეა" დამოკიდებული. თუმცა, დისკომფორტს მსგავსი სიფხიზლეც ქმნის, რადგან თუ სალონში ჰიგიენური ნორმებით დაინტერესდები, ჩათვლიან, რომ პრეტენზიული და ინტრიგანი მომხმარებელი ხარ. ამის გამო, შესაძლებელია, სალონი მომსახურების გარეშეც კი დაგატოვებინონ... ვეცადეთ, გაგვერკვია, გვაქვს თუ არა მიზეზი, გვეშინოდეს სალონებში ვიზიტის. შესაძლებელია თუ არა, ჩვენს ლამაზ ფრჩხილს, წარბს ან ტატუს თან "საჩუქრად" აივ ან ჰეპატიტების ვირუსი მოჰყვეს...

ანანო თავდგირიძე, მომხმარებელი:

"სილამაზის სალონს კვირაში რამდენჯერმე ვაკითხავ, რადგან სხვადასხვა სერვისით ვსარგებლობ. მსმენია, რომ ფრჩხილების გაკეთება დაინფიცირების რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სალონში საკუთარი ხელსაწყოების ნაკრებით დავდივარ. მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთ სალონში ვიკითხე, ხდებოდა თუ არა ხელსაწყოების სტერილიზაცია, ინტრიგანად "მომნათლეს"... ამის კულტურაც უნდა არსებობდეს, რომ მსგავსი კითხვების დასმა შეურაცხყოფად არ მიიღონ".

ფატი სანებლიძე, სილამაზის სალონის თანამშრომელი:

"იცით, დეზინფექციას ვაკეთებთ ხოლმე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სახის მომსახურება ტარდება. არავინ მოგატყუოთ, რომ წარბის პინცეტს დღეში რამდენჯერმე ხარშავს, - გამორიცხულია. მე ორი პინცეტით ვმუშაობ, შეუძლებელია, დღეში რამდენიმე საათი მათ ხარშვას ველოდო... ერთადერთი, რაც მომხმარებლებს შეგვიძლია უსაფრთხოებისთვის შევთავაზოთ - სიმშვიდისთვის საკუთარი ხელსაწყო მოიტანონ."

ნინო ბადრიძე, შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე:

- მოდი, უპირველესად, ტერმინები განვმარტოთ სწორად, რადგან არა მხოლოდ საზოგადოება, ზოგჯერ სამედიცინო პერსონალიც კი არასწორად იყენებს ტერმინებს - შიდსი და აივ-ინფექცია. შიდსი, ეს არის დაავადების ბოლო სტადია, როცა პაციენტს დაავადება უკვე კლინიკურად უვლინდება. როდესაც აივ-ინფექცია ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა და ორგანიზმში მოხვდება, იწვევს შიდსის დაავადებას.

- გასაგებია, ახლა კი სალონებში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების გადაცემის რისკზე ვისაუბროთ...

- რაც შეეხება სილამაზის სალონებში ამ ინფექციის გადაცემის რისკს, ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, რომ ვირუსი ერთი ადამიანისგან მეორეს სალონში მიღებული მომსახურებისას გადაედოს. მამაკაცის წვერის გაპარსვისას შესაძლებელია კანის დაზიანება. გარკვეულწილად, იარსებებს გადადების რისკი, თუ სტილისტი აივ-ინფიცირებულ მამაკაცს ჰპარსავს წვერს და შემდეგ, ძალიან მალე, იგივე საპარსით, ყოველგვარი დამუშავებისა და დეზინფექციის გარეშე ჯანმრთელ მამაკაცს მოემსახურება. ვფიქრობ, ჩვენს სალონებში ამის პრობლემა არ უნდა იყოს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს