როგორ დაიკლო ”ვიქტორია სიქრეთის” მოდელმა 27 კილოგრამი

როგორ დაიკლო ”ვიქტორია სიქრეთის” მოდელმა 27 კილოგრამი

ავსტრალიელმა მოდელმა ელის ტეილორმა რამდენიმე ხნის წინ შვილი გააჩინა. ფორმაში მალევე მოუწია ჩადგომა, რადგან ”ვიქტორია სიქრეთის” მოდელია.

ტეილორმა 27 კილოგრამი მოიმატა ფეხმძიმობისას. სანამ იმშობიარებდა, 80 კილოს იწონიდა. მოდელი ამბობს, რომ ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა დაჭირდა წონის დასაკლებად.

”ბევრნაირი დიეტა ვცადე და ახლა სისხლის ჯგუფის დიეტაზე ვარ. ჩემი სხეული შეიცვალა, ან სალათებს ვჭამ ან წვენებს ვიღებ. ვარჯიში ძალიან დამღლელი იყო”, - ყვება მოდელი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტეილორმა საკუთარი სხეულის მოვლის საიდუმლო გაამხილა. ის ყოველდღიურად ერთი საათი პილატესითაა დაკავებული და 30 წუთი დარბის ან სწრაფად სეირნობს.

სისხლის ჯგუფის დიეტა იმის მიხედვით დგება, თუ რომელ საკვებზე როგორი რეაქცია აქვს თქვენს სხეულს. ასეთ დროს უფრო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ექცევა ყურადღება და არა წონის კლებას.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს