რა თვისებები აქვს ცნობილ Duralex-ის ჭურჭელს

რა თვისებები აქვს ცნობილ Duralex-ის ჭურჭელს

ძველებურ ჭურჭელსა და ფაიფურის ნაკეთობებს თავისი ხიბლი აქვთ, თუმცა დღესაც იქმნება ჭურჭელი, რომელიც ხარისხით ძველს არ ჩამოუვარდება. დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდზე - Duralex-ზე ვისაუბრებთ.

ეს სერვიზი ჩვენთან ძალიან პოპულარულია, მაგრამ რა ვიცით მის შესახებ?

30-იან წლებში კომპანია სენ გობენმა ძველი მინის ქარხანა შეიძინა. მანამდე იქ ძმრის ექსპორტიორები და პარფიუმერები ბოთლებსა და ფლაკონებს უკვეთავდნენ. ახალმა მფლობელმა კი ამ ქარხანაში ახალი ტექნოლოგიის, გამოწრთობილი მინის წარმოებას დაუდო სათავე. სულ რამდენიმე წელიწადში ფირმამ ეს ტექნოლოგია მინის ჭურჭლის წარმოებაში გამოიყენა და 1945 წელს ბრენდი Duralex დაარეგისტრირა.

თავად სახელწოდება ლათინური გამოთქმიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით ნიშნავს "კანონი მკაცრია, მაგრამ ეს კანონია". ამ დროიდან მოყოლებული დურალექსი მხოლოდ გამოწრთობილი მინის ჭურჭლის წარმოებაზეა სპეციალიზირებული.

ყოველგვარი მოხატვის გარეშე, ზედმეტად სადა დიზაინის მიუხედავად, მწარმოებელთა გამოცდილებამ და ნოვატორობამ ამ მარკას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. დურალექსის ჭურჭლის გატეხვა თითქმის შეუძლებელია, იგი თავად სრულყოფილებაა და მოდიდანაც არ გადადის.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს