ზოოპარკიდან გამოქცეული "ბეგის" ფოტო TIME-ს 2015 წლის საუკეთესოთა შორის მოხვდა

ზოოპარკიდან გამოქცეული "ბეგის" ფოტო TIME-ს 2015 წლის საუკეთესოთა შორის მოხვდა

2015 - მიგრანტებისა და ლტოლვილების კრიზისის წელი იყო ევროპაში. მათ უკან მოიტოვეს ომი, გაჭირვება და სიკვდილი და ევროპის ნაპირებს უკეთესი ცხოვრების იმედით მიადგნენ. მთელი წლის განმავლობაში გულის განმგმირავი ფოტოები ვრცელდებოდა საბერძნეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, სადაც ლტოლვილები კვლავ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. 

ამერიკაში 2015 წელი #შავკანიანთასიცოცხლემნიშვნელოვანია მოძრაობით იყო გამორჩეული. გარდა ამისა, ირანთან ბირთვული გარიგებით, ჩარლსტონის ეკლესიაში ტრაგიკული სროლებითა და 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ნაადრევი სტარტით.

საფრანგეთს წელს ტერორი შეეხო - ჯერ იანვარში, როდესაც ”შარლი ებდოს” გამომცემლობას დაესხნენ თავს ტერორისტები, შემდეგ კი ნოემბერში, როდესაც 8 ტერორისტმა 130 ადამიანი მოკლა.

თუმცა 2015 წელს თავის საოცარი ეპიზოდებიც ახლდა და ისინი ფოტოგრაფებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღბეჭდეს ფირზე. ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ ჟურნალ TIME-ს 2015 წლის საუკეთესო ფოტოების მცირე ნაწილს.

იხილეთ გალერეა

ასტროლოგიური წლის ბოლო ახალი მთვარე და განწმენდის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვინ იგრძნობს 23 თებერვლის ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი

როგორ გავიფართოვოთ პროფესიული სანაცნობო წრე? – 27 თებერვალს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი გაიმართება