ამერიკელი მეცნიერი ირწმუნება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს

ამერიკელი მეცნიერი ირწმუნება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს

ამერიკელი ნეიროქირურგი ირწმუნება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს. ათასობით ადამიანს გადაუტანია კლინიკური სიკვდილი და უმრავლესობა ყვება, რომ ”გვირაბის ბოლოს სინათლე” დაინახეს, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ჰალუცინაციებია. ისეთი მეცნიერის პოვნა, რომელსაც იმქვეყნიური ცხოვრების წამს, არც ისე მარტივია. თუმცა ექიმი ალექსანდრ ებენი სხვანაირად ფიქრობს.

შვიდი დღის განმავლობაში იშვიათი დაავადების გამო ებენი კომაში იყო. როდესაც ექიმები მზად იყვნენ მკურნალობა შეეწყვიტათ და ნათესავებიც ევთანაზიაზე დათანხმდნენ, ებენმა მოულოდნელად თვალები გაახილა.

ალექსანდრის გამოჯანმრთელება სამედიცინო სასწაულია, მაგრამ ნამდვილი სასწაული სხვა რამ არის. იმ დროს, როდესაც მისი სხეული კომაში იმყოფებოდა, ალექსანდრი, როგორც თავად ყვება, იმქვეყნად გაემგზავრა და ანგელოზს შეხვდა, რომელმაც სუპერ ფიზიკური არსებობის სფერო გაუხსნა. ის ირწმუნება, რომ თავად სამყაროს საწყისს შეხვდა და შეეხო.

სანამ მას ეს ისტორია გადახდებოდა თავს, ებენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნევროლოგი იყო. მას არ წამდა ღმერთის, არც იმქვეყნიური ცხოვრების, არც სულის არსებობის. ამ ისტორიას არავინ მიაქცევდა ყურადღებას, რიგით ადამიანს რომ მოეყოლა, მაგრამ ექიმ ებენის შემთხვევა რევოლუციურია. ებენს უამრავი პაციენტი ყავდა, ვინც კომის შემდეგ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ყვებოდა, ექიმს კი მათი არ სჯეროდა.

ამჟამად ებენი ჰარვარდის სამედიცინო სკოლაშიც ასწავლის. სტუდენტებს ხშირად უყვება, რაც გადახდა. არავინ თვლის მას გიჟად. ებენმა წიგნი დაწერა ”სამოთხის მტკიცებულება: ნეიროქირურგის მოგზაურობა საიქიოში”. წიგნში როგორც თავის, ისე მისი პაციენტის ისტორიებს ყვება. გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს წიგნიდან.

”მე ვიცი, რაც ემართება ადამიანის ტვინს, როდესაც სიკვდილის პირას იმყოფება და ყოველთვის ვთვლიდი, რომ საკუთარი სხეულის მიღმა მოგზაურობას სამეცნიერო ახსნა გააჩნდა. ტვინი ძალიან რთული მექანიზმია. მე არ ვთვლიდი, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანების მოყოლილი ისტორიები რეალური იყო..."

”ოთხი წლის წინ ძლიერი თავის ტკივილით გავიღვიძე. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ იშვიათი სახეობის დაავადება მქონდა - ბაქტერიული მინინგიტი. მალე კომაში ჩავვარდი და ერთი კვირა ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში ვიყავი. იმის სამეცნიერო ახსნა, რომ სანამ ჩემი სხეული კომაში იყო, ჩემი გონება და შინაგანი სამყარო ცოცხლობდა, არ არსებობს. ჩემსა და სხვა მსგავს შემთხვევებს შორის განსხვავება გახლავთ - პირველი ის, რომ ჩემამდე არავინ მოხვედრილა ამ განზომილებაში, როცა მათი ტვინის ბირთვი საერთოდ არ ფუნქციონირებდა და მეორე, მათი სხეული ექიმების გამუდმებული დაკვირვების ქვეშ არ ყოფილა.

რამდენიმე თვე ვცდილობდი გამეცნობიერებინა, რა შემემთხვა. ჩემი თავგადასავალის დასაწყისში ღრუბლებში ვიყავი. დიდ, რბილ, მოვარდისფრო, თეთრ ღრუბლებში. ღრუბლების მაღლა გამჭვირვალე არსებების გუნდი დაფრინავდა, რომლებიც გრძელ კვალს ტოვებდნენ. ჩიტები? ანგელოზები? ეს სიტყვები ამომიტივტივდა, როდესაც მოგვიანებით მოგონებებს ვიწერდი. მაგრამ ისინი სრულად განსხვავდებოდნენ ჩვენი პლანეტისთვის ცნობილი ფორმებისგან. გაცილებით განვითარებულები იყვნენ.

ჩემი მოგზაურობის მანძილზე ვიღაც ქალი სულ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. დეტალურად მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა. ლურჯი თვალები ჰქონდა, ორქოსფერი კულულები და მშვენიერი სახე. მისი სამოსი უბრალო იყო, გლეხივით ეცვა, მაგრამ ფერები იყო გასაოცარი - ცისფერი, ლურჯი და ნარინჯისფერი.

უსიტყვოდ მესაუბრებოდა. ვიცოდი, რომ ის და ირგვლივ სამყარო რეალური იყო. მისი შეტყობინება სამი წინადადებისგან შედგებოდა და დედამიწის ენაზე რომ ვთარგმნო, ასე იქნება: ”შენ ყოველთვის უყვარხარ და ზრუნავენ შენზე, ძვირფასო. ნურაფრის გეშინია. არაფერია ისეთი, რასაც არასწორად იზამდი. ბევრ რამეს განახებთ, მაგრამ შემდეგ შენ დაბრუნდები.”

სიარულს ვაგრძელებდი და სიცარიელის შესასვლელთან მოვხვდი. სრულიად შავ, უსაზღვრო, მაგრამ წყნარში. ვიცი რამდენად დაუჯერებლად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი რეალურად მოხდა. თანამედროვე ფიზიკა გვეუბნება, რომ სამყარო ერთიანი და დაუცალკავებელია, რომ ყოველი ობიექტი და მოვლენა სხვა ობიექტებთან და მოვლენებთანაა კავშირში. დღეს ეს იდეები რეალურია. როცა თავი უკეთ ვიგრძენი, ვცადე მომეყოლა ჩემი გამოცდილების შესახებ სხვებისთვის, მაგრამ არავინ მიჯერებდა. ერთადერთი, სადაც მსგავს პრობლემას არ წავაწყდი, ეკლესია გახლდათ. ჩემი მოგზაურობის მანძილზე შემდეგი სიტყვები დამყვებოდა მეგზურად, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვარ.

მე კვლავ ექიმი და მეცნიერი ვარ, მაგრამ ძალიან განვსხვავდები იმ ადამიანისგან, რომელიც ადრე ვიყავი, რადგან რეალობის ახალი სურათი დავინახე და დამიჯერეთ, ნებისმიერი სამუშაო, რომლის გაწევაც ჩვენ და ჩვენს შთამომავლებს მოუწევთ, ღირს ამად”.

მომზადებულია econet.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს