აზრები იმის შესახებ, რომ ქალის და მამაკაცის ტვინი ერთმანეთისგან გასხვავდება, მცდარია

აზრები იმის შესახებ, რომ ქალის და მამაკაცის ტვინი ერთმანეთისგან გასხვავდება, მცდარია

თელ-ავივის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი არ ერგება კაცის და ქალის კატეგორიას, არამედ იზიარებს ქალის და მამაკაცის მახასიათებლებს.

"ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც მხოლოდ მასკულინური ან ფემინური მახასიათებლები გააჩნია. ძირითადად, ადამიანები ორივე მახასიათებლებს ფლობენ," - განაცხადა პროფესორმა დაფნა ჯოელმა.

პროფესორმა ჯოელმა, რომელიც კვლევას უძღვებოდა, გამოიკვლია მამაკაცის და ქალის ტვინის განმასხვავებელი ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს გენიტალიები მხოლოდ ორ ტიპად ყოფენ, ტვინს არ გააჩნია კონკრეტული სქესი.

შედეგად, გავრცელებული მოსაზრება, რომ კაცს და ქალს კონკრეტული ქცევები და მიდგომები განასხვავებს, სამეცნიერო საფუძველსაა მოკლებული. კვლევის განმავლობაში 1 400-ზე მეტი ადამიანის ტვინს აკვირდებოდნენ. მათ უმეტესობას გააჩნდა "კაცური" და "ქალური" მახასიათებლები და არცერთი ტვინი არ ერგებოდა მკვეთრად რომელიმე სქესს.

პროფესორი ჯოელი თვლის, რომ საზოგადოება ადამიანებს არა მათი გენიტალიების, არამედ ინტერესების და საქმეების მიხედვით უნდა აფასებდეს. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალში ადამიანები მხოლოდ გენდერის მიხედვით აღარ დაიყოფიან.

მომზადებულია foxnews.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს