ემოციური ფოტოს ისტორია: 4 წლის ბიჭუნამ სანტასთან ერთად დაიჩოქა და სთხოვა, ერთად ელოცათ

ემოციური ფოტოს ისტორია: 4 წლის ბიჭუნამ სანტასთან ერთად დაიჩოქა და სთხოვა, ერთად ელოცათ

პრესტინ ბარნეტი 4 წლისაა. მისი საახალწლო სურვილი წელს არ არის სათამაშო მანქანები ან საყვარელი მულტფილმის გმირების ნახვა, მას ერთადერთი თხოვნა აქვს სანტასთან - მოახდინოს საშობაო სასწაული.

ფოტო, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიარა და ინტერნეტმომხმარებლებს გულები გაუთბო, სამხრეთ კაროლინაში, ადგილობრივ სავაჭრო ცენტრშია გადაღებული. პრესტინმა სანტას დანახვისთანავე მიირბინა მასთან და სთხოვა, ერთად ელოცათ პატარა ბიჭუნასთვის, რომელიც სიკვდილს ებრძვის. ყველაზე ემოციური ამ ფაქტში ისაა, რომ 4 წლის პრესტინი არასდროს შეხვედრია ბიჭს, რომლის გადარჩენასაც სანტას სთხოვს. პრესტინის დეიდის, ლორენ შარპის თქმით, ბავშვზე ძალიან იმოქმედა 2 თვის ნოქსის ამბავმა, რომელიც რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ლას ვეგასის ჰოსპიტალში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ვირუსულმა ფოტომ ავადმყოფი პატარას მშობლებსაც კი დაავიწყა ტკივილი: "ახლა საშინელ ტკივილს განვიცდით, ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ როცა ეს საოცარი ფოტო ვნახე და გავიგე, რომ ჩემი შვილისთვის ამ პატარა ბიჭმა ასეთი რამ გააკეთა, ბედნიერება ვიგრძენი", - ამბობს ინტერვიუში 2 თვის ნოქსის დედა.

dailymail.co.uk-ის მიხედვით

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს