როგორ გავთავისუფლდეთ კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალების ტკივილისგან

როგორ გავთავისუფლდეთ კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალების ტკივილისგან

ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი ძალიან დიდ დროს ვატარებთ კომპიუტერთან. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ თვალების წვა, ტკივილი და გამოშრობა, წარმოგიდგენთ 5 რჩევას.

1. ყველაზე მარტივია ფანჯრის პრობლემის გადაჭრა - შეაბრუნეთ მონიტორი ფანჯრის პერპენდიკულარულად. დაკიდეთ ფანჯრებზე ჟალუზი, რომელიც დაიცავს თვალებს და მონიტორს კაშკაშა შუქისგან.

2. თუ საჭირო ფერები (რუხი, ცისფერი, მწვანე, ღია ყვითელი) არ არის ინტერიერში, მონიტორზე დააყენეთ ეს ფერები. დროდადრო თვალები დაასვენეთ, ”უოლფეიფერად” დააყენეთ მაგალითად, მწვანე მდელო ყვითელი ყვავილებით. ეს თვალებს დააწყნარებს. მაგიდაზე დადეთ ყვავილი და ხანდახან მასზე გადაიტანეთ მზერა.

3. მონიტორზე დააბალანსეთ ეკრანის განათება, რომ კომფორტული შუქი ჰქონდეს. ყოველთვის მოუმატეთ შრიფტის ზომას, გაადიდეთ სურათი, თუ გსურთ მისი დათვალიერება.

4. მონიტორის სწორი სიმაღლეა, როდესაც თვალები ზუსტად ცენტრში უყურებს მას. წელში გამართული უნდა იყოთ. მონიტორისგან 50-70 სანტიმეტრით უნდა იყოთ დაშორებული. დაარეგულირეთ სკამის სიმაღლე, რომ მხედველობისთვის კომფორტული გახდეს მონიტორის ცქერა.

5. იზრუნეთ თვალებზე: შეიძინეთ სპეციალური ჰაერის დამატენიანებელი, თერმული წყლით დაიბანეთ სახე.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს