უცნობი ფაქტები ნაძვის ხის შესახებ, რომლებიც ჯერ არ იცით

უცნობი ფაქტები ნაძვის ხის შესახებ, რომლებიც ჯერ არ იცით

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ოჯახები ნაძვის ხის მოსართავად ემზადებიან - არ აქვს მნიშვნელობა, ნაძვი ბუნებრივია თუ ხელოვნური, ეს საახალწლო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ნაძვის ხეების შესახებ. წარმოგიდგენთ უცნობ ფაქტებს, რომლებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

1. საახალწლო ნაძვის ხის სუნი, რომელიც სადღესასწაულო პერიოდთან ასოცირდება, სინამდვილეში მომაკვდავი ხის სუნია - სახლში მდგარი ნამდვილი ნაძვის ხის სუნი იმის ნიშანია, რომ ნაძვი ნელ-ნელა კვდება და გახმობისკენ მიდის.

2. საახალწლო ნაძვის ხის ტრადიცია, როგორც დღევანდელ კულტურაშია მიღებული, გერმანიიდან მოდის - საბედნიეროდ, ჩვენ ყველა საახალწლო ტრადიცია არ შემოგვიღია გერმანიიდან. გერმანელ ბავშვებს უყვებოდნენ კრამპუსის, ბოროტი საშობაო ცხოველის შესახებ, რომელიც ურჩ პატარებს აწამებდა.

3. ოდესღაც ტარდებოდა სილამაზის კონკურსი სახელწოდებით - "მის საახალწლო ნაძვის ხე" - კონკურსი 50-იან წლებში დაიწყო და ლოს ანჯელესში იმართებოდა.

4. საახალწლო ნაძვის ხეები ობობას იზიდავს - ნაძვის ხის სინოტივის გამო, ის ობობასთვის საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად. ობობებს არ უყვართ არც სველი და არც მზიანი ადგილები, ნაძვი კი საკმაოდ მშრალია, მაგრამ ამავდროულად ნოტიოა, რაც ობობისთვის ძალიან მიმზიდველი გარემოა.

5. ნაძვის ხე გიგანტურ ზომამდე შეიძლება გაიზარდოს - საახალწლო ნაძვის ხეები, რომლებიც ჭერს წვდება, დაახლოებით ათი წლისანი არიან. ყველაზე მაღალი ნაძვის ხე 99,7 მეტრი სიმაღლისაა და ის ყველაზე მაღალი ხეა დედამიწაზე.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს