როგორ დავზოგოთ ფული: რჩევები თქვენი ბიუჯეტისა და ბუნების დასაცავად

როგორ დავზოგოთ ფული: რჩევები თქვენი ბიუჯეტისა და ბუნების დასაცავად

რჩევები მათ, ვისაც სურს შეამციროს წყლის, ელექტროენერგიისა და სხვა გადასახადების ხარჯი:

წყალზე ეკონომია

ონკანებზე დააყენეთ აერატორები. ის ძვირი არ ღირს. თანაც, 50 პროცენტით ამცირებს წყლის დანახარჯს. წყალში ჰაერის შერევით, ჭავლი არ იკლებს, მაგრამ მრიცხველი წყლის მოხმარების 50 პროცენტით ნაკლებს აფიქსირებს, რაც სერიოზული შეღავათია. ნუ ჩარეცხავთ ნაგავს უნიტაზში. თითის ყოველი დაჭერისას უნიტაზში 4-დან 6 ლიტრამდე წყალი მიედინება. ამიტომ ნაგავი ურნაში გადაყარეთ. ამით წყლის გამოყენებას საგრძნობლად შეამცირებთ.

ნუ გაიხეხავთ კბილებს შხაპის მიღებისას

კბილების გახეხვას 2-3 წუთი უნდა. ამ დროს კი 30 ლიტრი წყალი ტყუილად იხარჯება. ეს კბილების ერთჯერად გახეხვაზე და ახლა გადაამრავლეთ დღეში ორ გახეხვაზე და წელიწადში 365 დღეზე... წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის წყალს დაზოგავთ, კბილების გახეხვისას ონკანი რომ დაკეტოთ?..

მაქსიმალური დატვირთვა

სარეცხის მანქანას თითო წყვილი წინდის და ჭურჭლის სარეცხ მანქანას 2-3 ჭიქის გამო ნუ ჩართავთ. ისინი შეგიძლიათ ხელით გარეცხოთ, ასე უფრო ნაკლები წყალი დაგჭირდებათ და დაამატოთ ჭურჭელი/სარეცხი და ერთიანად გარეცხოთ.

ელექტროენერგიის ეკონომია

თუ ელექტროჩაიდანს იყენებთ, ხშირად გაწმინდეთ იგი ნადებისგან (თუნდაც ლიმონმჟავას გამოყენებით). არც სარეცხის მანქანის გასუფთავება დაგავიწყდეთ. საქმე იმაშია, რომ ფენებად დადებული ნადები წყლის სწრაფ ადუღებას უშლის ხელს.შედეგად, ელექტროჩაიდანი დიდხანს უნდება წყლის ადუღებას და გაცილებით მეტ ელექტროენერგიას წვავს.

მაცივარი ერთიანად არ გამოტენოთ

მაღაზიიდან დაბრუნებული თუ მაცივარს ერთიანად აავსებთ ნაყიდი პროდუქტებით, იგი გაცილებით მეტ ენერგიას დახარჯავს ოთახის ტემპერატურის პროდუქტების გაყინვასა და ჩვეული ტემპერატურის დაბრუნებაზე. ამიტომ მაღაზიიდან დაბრუნებულმა შემდეგი სქემით იმოქმედეთ: მაცივარში ჯერ ის პროდუქტები შეალაგეთ, რომლებიც სითბოში 15 წუთს ვერ გაძლებს, მერე კი ისინი, რომლებიც სითბოში 1 საათიც მშვიდად იქნება.

ყველა ელექტრონივთს ერთდროულად ნუ ჩართავთ

ასე უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმართ. გარდა ამისა, შტეფსელი და დამაგრძელებელი ცხელდება და ტოქსიკურ აირსაც უშვებს.

გარეცხეთ 30-40 გრადუსზე

თანამედროვე სარეცხის ფხვნილები იმაზე უკეთ რეცხავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს