12:52 / 16-01-2016
მილიარდერები, რომლებიც ყველაზე უჩვეულო ბიზნესით გამდიდრდნენ
"ფორბსის" უმდიდრესი ადამიანების ბოლო რეიტინგში, ყველაზე მეტი მილიარდერი (139, საერთო სიმდიდრე - $526 მილიარდი) დაკავებულია საინვესტიციო ბიზნესით, მეორე ადგილზე (129, $628 მილიარდი) არიან ადამიანები, ვინც მოდის ბიზნესში და ვაჭრობით იშოვეს ფული, მესამე ადგილზე კი (91, $398 მილიარდი) ენერგეტიკოსები არიან.

მილიარდერთა რეიტინგში ასევე არიან ტექნოლოგები, ფინანსისტები, მეტალურგები. თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა გამოცდილება სხვას არავის გაუმეორებია: მათი იმპერიები იშვიათ დარგში შეიქმნა, საბანკო ანგარიშები კი უჩვეულო საქმიანობის წყალობით შეივსო. მათ შორის არიან "არომატების მბრძანებელი" ჰონგკონგიდან, ლიფტებისა და ექსკალატორების მმართველი ფინეთიდან, ფანჯრების ჟალუზების ჰოლანდიელი იმპერატორი, კვერცხების უკრაინელი მეფე და ნარკობარონიც კი.

"ხეების შემლოცველი"

მალაიზიელი მილიარდერის ლი შინ ჩენგის (#208, $5 მილიარდი) IOI Group-ი პალმის ზეთის წარმოებით შეიქმნა, რომელიც საკვებ, კოსმეტიკურ და მეტალურგიულ მრეწველობაში გამოიყენება, დღეს კი IOI Group მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია. ჩინელი დახლიდარის შვილი ლი კაუჩუკის პლანტაციაში გაიზარდა და 11 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება, რათა ოჯახს დახმარებოდა. ბოლოს და ბოლოს მან საშუალო განათლება მიიღო, მაგრამ კომპანია Dunlop-ის პალმის პლანტაციის მმართველად არ მიიღეს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რადგან ინგლისურს არ ფლობდა კარგად. 20 წლის შემდეგ ლიმ ეს ფირმა შეიძინა და ამ დღეს ყველაზე ბედნიერ დღედ მიიჩნევს თავის ცხოვრებაში. ლი პალმებს თავის "დაქალებს" უწოდებს, კონკურენტებმა და ჟურნალისტებმა კი მას მეტსახელად "ხეების შემლოცველი" უწოდეს, საკუთარ პლანტაციებში გაუთავებელი სეირნობების გამო.

არომატების მბრძანებელი

ჰონკონგური Huabao International-ის პრეზიდენტის ჩუ ლამ იუს (#409, $2,8 მილიარდი) სახელი მსოფლიოში არავის არაფერს ეუბნებოდა, სანამ იგი 2008 წელს "ფორბსის" ფურცლებზე არ აღმოჩნდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა ქალი-მილიარდერი. მაშინ იგი 38 წლის იყო და $1,3 მილიარდით 760-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას არაფერი მიუღია მემკვიდრეობით, საკუთარი ბიზნესი თავადვე შექმნა. დაიწყო პარფიუმერული ბიზნესებითა და სანელებლების გაყიდვით, 10 წელიწადის განმავლობაში კი ნამდვილი საინვესტიციო იმპერია ააშენა განაგრძეთ კითხვა
19:26 / 17-01-2016
ვის ჯიბეში ილექება? საინტერესო კითხვაა, ჩვენ ხომ კაპიტალიზმში ვართ? ხოდა იმის ჯიბეში, ვინც აკეთებს ბიზნესს, ე.ი. ვინც ყიდის. აღარაა მეტი წყალი, რომ ჩვენც გავყიდოთ? კი ბატონოარის, როგორ არ არის, თანაც რამდენი, მაგრამ სხვისი ფულის დათვლა უფრო ადვილია და ამით თავს ვინუგეშებთ. საბოლოო ჯამში კი ჯიბე და კუჭცარიელები ვართ. რას ვიზამთ, ჩვენ ხომ ქართველები ვართ.
111
19:06 / 16-01-2016
უნდა გელაპარაკოთ როცა არ კითხულობთ რა თქმა უნდა წამყვანი ქვეყანავართ,
ra
მსგავსი სიახლეები
სომეხი მილიარდერის 23 წლის ვაჟმა 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო
ჯონთან ერთად, ამავე რეიტინგში მესამე პოზიციაზე დასახელდა მისი ძმა
2015 წელს მილიარდერის მემკვიდრემ მალამუტს ეფლის 37 000 დოლარის ღირებულების საათები უყიდა
ქალიშვილს 15 წლის იუბილეზე ბიზნესმენმა პალმერმა 30-მეტრიანი იახტა აჩუქა
სად მუშაობდნენ წარსულში ცნობილი მილიარდერები
"ფინი იდეალური პიროვნებაა, რომელსაც უნდა მიბაძო"
ბიძინა ივანიშვილის ქონება დღეისთვის 4,8 მილიარდი დოლარია
ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია პატარა თურგაი ჯუნერის, ეს ჩაის ფოთოლი ნეტავ ფულად აქციაო და აუხდა კიდეც...
სამშობლოში მას განიკითხავენ და ბრალს სდებენ ყაზახი ხალხისგან მოპარული ფულის გაფლანგვაში
2000 წლიდან მოყოლებული ჩინეთში 10 ათასამდე ბიზნესმენი და ჩინოვნიკი კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:31 / 20-01-2017  Image დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდა
თბილისის დროით 21:00 საათზე აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს დადებს
18:39 / 20-01-2017  Image მერაბიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია
უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებ
18:24 / 20-01-2017  Image ლაგოდეხელმა პოლიციელმა დაჭრა მოქალაქე, რომელიც მის მეუღლეს მესიჯებს უგზავნიდა
პოლიციელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლა
18:39 / 20-01-2017  Image მერაბიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია
უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებ
14:30 / 20-01-2017  Image მიხეილ სააკაშვილის დედა და ბებია "ნაციონალების" ყრილობაზე
+VIDEO| ყრილობის მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ სპორტის სასახლეში
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49