მილიარდერები, რომლებიც ყველაზე უჩვეულო ბიზნესით გამდიდრდნენ

მილიარდერები, რომლებიც ყველაზე უჩვეულო ბიზნესით გამდიდრდნენ

"ფორბსის" უმდიდრესი ადამიანების ბოლო რეიტინგში, ყველაზე მეტი მილიარდერი (139, საერთო სიმდიდრე - $526 მილიარდი) დაკავებულია საინვესტიციო ბიზნესით, მეორე ადგილზე (129, $628 მილიარდი) არიან ადამიანები, ვინც მოდის ბიზნესში და ვაჭრობით იშოვეს ფული, მესამე ადგილზე კი (91, $398 მილიარდი) ენერგეტიკოსები არიან.

მილიარდერთა რეიტინგში ასევე არიან ტექნოლოგები, ფინანსისტები, მეტალურგები. თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა გამოცდილება სხვას არავის გაუმეორებია: მათი იმპერიები იშვიათ დარგში შეიქმნა, საბანკო ანგარიშები კი უჩვეულო საქმიანობის წყალობით შეივსო. მათ შორის არიან "არომატების მბრძანებელი" ჰონგკონგიდან, ლიფტებისა და ექსკალატორების მმართველი ფინეთიდან, ფანჯრების ჟალუზების ჰოლანდიელი იმპერატორი, კვერცხების უკრაინელი მეფე და ნარკობარონიც კი.

"ხეების შემლოცველი"

მალაიზიელი მილიარდერის ლი შინ ჩენგის (#208, $5 მილიარდი) IOI Group-ი პალმის ზეთის წარმოებით შეიქმნა, რომელიც საკვებ, კოსმეტიკურ და მეტალურგიულ მრეწველობაში გამოიყენება, დღეს კი IOI Group მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია. ჩინელი დახლიდარის შვილი ლი კაუჩუკის პლანტაციაში გაიზარდა და 11 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება, რათა ოჯახს დახმარებოდა. ბოლოს და ბოლოს მან საშუალო განათლება მიიღო, მაგრამ კომპანია Dunlop-ის პალმის პლანტაციის მმართველად არ მიიღეს, რადგან ინგლისურს არ ფლობდა კარგად. 20 წლის შემდეგ ლიმ ეს ფირმა შეიძინა და ამ დღეს ყველაზე ბედნიერ დღედ მიიჩნევს თავის ცხოვრებაში. ლი პალმებს თავის "დაქალებს" უწოდებს, კონკურენტებმა და ჟურნალისტებმა კი მას მეტსახელად "ხეების შემლოცველი" უწოდეს, საკუთარ პლანტაციებში გაუთავებელი სეირნობების გამო.

არომატების მბრძანებელი

ჰონკონგური Huabao International-ის პრეზიდენტის ჩუ ლამ იუს (#409, $2,8 მილიარდი) სახელი მსოფლიოში არავის არაფერს ეუბნებოდა, სანამ იგი 2008 წელს "ფორბსის" ფურცლებზე არ აღმოჩნდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა ქალი-მილიარდერი. მაშინ იგი 38 წლის იყო და $1,3 მილიარდით 760-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას არაფერი მიუღია მემკვიდრეობით, საკუთარი ბიზნესი თავადვე შექმნა. დაიწყო პარფიუმერული ბიზნესებითა და სანელებლების გაყიდვით, 10 წელიწადის განმავლობაში კი ნამდვილი საინვესტიციო იმპერია ააშენა განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს