ნასამ გალაქტიკაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი აღმოაჩინა

ნასამ გალაქტიკაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი აღმოაჩინა

მეცნიერებმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი აღმოაჩინეს ასტრონომიის ისტორიაში. ვარსკვლავი 50-ჯერ უფრო მეტ სინათლეს ასხივებს, ვიდრე ჩვენი გალაქტიკის სხვა ყველა ვარსკვლავი ერთად აღებული.

ვარსკვლავი, რომელსაც ASAS-SN-15lh უწოდეს, 3,8 მილიარდი სინათლის წელიწადითაა დედამიწისგან დაშორებული. ის პირველად გასული წლის ზაფხულში შენიშნეს ტელესკოპების გლობალური ქსელის მიერ სუპერნოვების ავტომატური ძიებისას.

მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ იმის ახსნა, რა აძლევს ვარსკვლავს ასეთ ძლიერ ენერგიას. ის ათასჯერ უფრო კაშკაშებს, ვიდრე საშუალო სტატისტიკური სუპერნოვა ვარსკლავი და ორჯერ აჭარბებს დღემდე დაფიქსირებულ მაქსიმუმს.

ახალი აღმოჩენის შესახებ კომენტარი გააკეთა პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერმა სუბო დონგმა: "ახალი ვარსკვლავის შესწავლა მრავალ თეორიამდე მიგვიყვანს და ახალი კლასის სუპერნოვას აღმოგვაჩენინებს. ამ თემაზე მუშაობას მთელი ძალებით ვაპირებთ".

მომზადებულია  regnum.ru-ს მიხედვით.

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ პერიოდში შეიძლება თქვენთვის გაიხსნას "დახურული კარი"