ნიუ იორკში მასტურბაციის კაბინა დადგეს

ნიუ იორკში მასტურბაციის კაბინა დადგეს

ლონდონურმა სექს-სათამაშოების კომპანია HOT Octopuss-მა ნიუ იორკში, მანჰეტენზე რევოლუციური მოწყობილობა GuyFi დადგა - კაბინა მასტურბაციისთვის. კაბინა 28-ე ქუჩისა და მეხუთე ავენიუს კვეთაზე დგას. შიგნით სკამი, ლეპტოპი და ფარდაა, რომ მარტო დაკავდე სასურველი საქმით. კომპანიის დამაარსებელმა სოციალური ექსპერიმენტის შესახებ ასეთი განმარტება გააკეთა:

"ცხრიდან 5 საათამდე მუშაობა უდაოდ ძალიან სტრესულია როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად, განსაკუთრებით ისეთ მოძრავ ადგილას, როგორიც მანჰეტენია. მნიშვნელოვანია, კაცებმა თავს მიხედონ, რომ ჯანმრთელები და კონცენტრირებულები იყვნენ. ჩვენ ვცდილობთ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება გავამარტივოთ. იმედი გვაქვს, მამაკაცებს მოეწონებათ ჩვენი სივრცით სარგებლობა. კაბინაში შესვლა სრულიად უფასოა", - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ პრესრელიზში.

მომზადებულია mashable.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს