22:57 / 27-07-2016
ბუდას 25 გაკვეთილი, რომლებიც მღელვარებისგან გაგათავისუფლებთ - "გესმოდეს ყველაფერი - ნიშნავს, ყველაფერი აპატიო"
გაეცანით დიდებულ სულიერ მოძღვარს, რომელიც არაფერს გავალდებულებთ, მაგრამ ბევრ რამეს განმარტავს:
1. სიმშვიდე თქვენშია. ნუ ეძებთ მას გარეთ.

2. როცა გონება ნათელია, სიხარული თან გახლავთ, როგორც ჩრდილი და არასდროს გტოვებთ.

3. ჩვენ, ჩვენი ფიქრებისგან ვართ ფორმირებული. ჩვენ ის ვხდებით, რაზეც ვფიქრობთ.

4. ჯანსაღი გონებისა და სხეულის საიდუმლო იმაშია, რომ არ ჩაიციკლოთ წარსულზე, ნურც ბევრს იდარდებთ მომავალზე და გააზრებულად იცხოვრეთ დღევანდელი დღით.

5. ბრაზობდე - იგივეა, ხელის გულებში ცხელი ნაკვერჩხალი გეჭიროს და სხვაზე მიგდებას ლამობდე. მაგრამ პირველ რიგში, თქვენ დაგწვავთ.

6. თქვენი ცხოვრების მიზანი - იპოვოთ თქვენი მიზანი და მას მიუძღვნათ მთელი გული და სული.

7. სულელი, რომელმაც საკუთარი სისულელე იცის, ამით უკვე ბრძენია, ხოლო სულელი, რომელსაც თავი გენიოსად მოაქვს, როგორც იტყვიან -
ჭეშმარიტად სულელია.

8. ყოველ დილით თავიდან ვიბადებით. მხოლოდ იმას აქვს ნამდვილი მნიშვნელობა, რასაც ახლა აკეთებთ.

9. ამ ქვეყნად იმაზე დიდი ხანძარი არ არსებობს, ვიდრე ვნებაა. სიძულვილი, რომელიც ზვიგენზე უფრო სასტიკია და ქარიშხალი იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე სიხარბეა.

10. ბედნიერება არ გამომდინარეობს იქედან, თუ ვინ ხართ თქვენ, ან რა გაგაჩნიათ. ის გამომდინარეობს იქედან, თუ რას ფიქრობთ.

11. თქვენი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სიბრაზისგან არ განიკითხებით, სიბრაზე თავად დაგსჯით თქვენ.

12. გესმოდეს ყველაფერი - ნიშნავს, ყველაფერი აპატიო.

13. უმჯობესია, ათასჯერ შეცდე, ცუდი ადამიანი წმინდანად მიიღო, ვიდრე ერთხელ წმინდანი გაიძვერად მოგეჩვენოს.

14. სიძულვილი არასდროს გაქრება სიძულვილით, არამედ მხოლოდ სიყვარულით.

15. ყველაფერი, რაც ვართ - ეს ჩვენი ფიქრების შედეგია.

16. არსებობის მთელი საიდუმლო შიშისგან გათავისუფლებაა. ნუ შეგეშინდება იმის, რაც მოგივა, ამით შენი მომავალი არ შეიცვლება,
სანაცვლოდ ახლანდელი დრო იქნება მშვიდი. განაგრძეთ კითხვა
14:19 / 28-07-2016
რაი ვქმნათ? ყველას ხოარ გვექნება თქვენებრ ღია კარი გონებისა?! (ჯერ კითხვის ნიშანი იწერება და მერე ძახილის). ე.ი. სიკეთით სავსე, სულგრძელი და სათნო მუსულმანი, ან ბუდისტი სატანაა, ხომ? რა გეშველებათ, რა? მგონი არც არაფერი!
გიორგი-ს
13:40 / 28-07-2016
რამ დაგიკეტათ კარი გონების!? ნებისმიერ თურქულ სხვა მუსულმანური,ბუდისტური თუ ბარბუდისტულ საიტებზე სცადეთ და ქრისტიანული ათი მცნება დადეთ ერთი რა მოხდება. არ არის სხვა ღმერთი წმინდა სამების გარდა! დიდება უფალს! ყველა სხვა არის ეშმაკი. ხოდა წერეთ და იკითხეთ ეშმაკის მცნებები და რასაც მოიწევთ ნახავთ
გიორგი
მსგავსი სიახლეები
ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია
ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია
შიდა თეთრეულის "სოცოცხლის" მაქსიმალური დრო 2-3 წელია
დაუსვით თავს პირველი კითხვა: მე ვზრდი წარმატებულ თუ დამჯერ პიროვნებას?
რა არის წარმატების საიდუმლო? - მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დამფუძნებლები და
შევეცდებით პორნოგრაფიის პლუსები და მინუსები თქვენ გაგიზიაროთ
"ნუ გაუბრაზდებით ფულს, დააფასეთ დრო და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების"

ბრძნული რჩევები, რომელიც დედებმა შვილებს უნდა მისცენ

ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:37 / 19-02-2017  Image ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს პარტიის ყრილობის შემდეგ განუცხადა
16:49 / 19-02-2017  Image დღის ფოტო: "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან
აქციის დასასრულს "რუსთავი 2"-ის თანმაშრომლები სრული შემადგენლობით სცენაზე ავიდნენ
20:30 / 19-02-2017  Image სოსო ოხანაშვილის კომენტარი პატრიარქის ვიდეომიმართვის შეახებ
"როდესაც პატრიარქის ვიდეომიმართვა ჩაიწერა, მასთან ერთად პალატაში რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იმყოფებოდა"
14:22 / 19-02-2017  Image როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს - ყველაზე "თავქარიანი" მილიარდერის 6 პროგნოზი
საჯარო ტრანპორტი ავტოპილოტზე მოსიარულე ავტობუსებით შეიცვლება
15:00 / 19-02-2017  Image სკანდალური რუსი ლამაზმანი მაისურზე ქართული წარწერით: "ყველამ თავის ბ... მამიდას მიხედოს"
თბილისელი დიზაინერის ალექსანდრ არუთინოვის მაისურით წარსდგა
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49