როგორ მოვუაროთ ბეწვეულს - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

როგორ მოვუაროთ ბეწვეულს - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

თუ გსურთ, რომ თქვენი ბეწვიანი ქურქი დიდხანს გამოიყურებოდეს თვალისმომჭრელად, საგულდაგულოდ უნდა მოუაროთ მას. ბეწვმა შეიძლება, წლები გიერთგულოთ თუ თქვენ ფრთხლად მოეპყრობით და შენახვისას პროფესიონალების რჩევებს გაითვალისწინებთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ შალის კაბაზე, ან ბამბის სვიტერზე.

ბეწვს/შალს/ბამბას არ უყვარს:

1. საათობით რეცხვა

ბეწვი ადვილად არ ბინძურდება. ასევე მარტივად კარგავს საკვების, სიგარეტის, კვამლისა და სუნამოს სუნს. საკმარისია ბეწვიანი სამოსი აივანზე გაიტანოთ და გაამზეუროთ. ხშირი რეცხვა ბეწვის გაუხეშებას და დაცვენასაც კი იწვევს. შეიძლება გაიწელოს ან დაპატარავდეს.

2. დიდხანს დატენიანება

თუ ბამბის სვიტერის გარეცხვას გადაწყვიტავთ, წყალში დიდხანს ნუ ჩაალბობთ. ამ გზით დიდხანს შეუნარჩუნებთ ფორმას.

3. რეცხვისას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება

თუ შალის კაბას სარეცხ მანქანაში 45 გრადუსზე რეცხავდით, მოულოდნელად ტემპერატურამ 10 გრადუსამდე არ უნდა დაიწიოს. ეს ცვლილება შალზე უარყოფითად აისახება. ჩვეულებრივ, ამ მატერიის ტანსაცმელი გარეცხეთ სტაბილურად 30 გრადუსზე.

ბეწვს/შალს/ბამბას უყვარს, როცა:

1. ნაზად ეპყრობიან

სარეცხ მანქანაზე დააყენეთ ხელით რეცხვის რეჟიმი. ასევე ტექნიკას ბამბის/შალის/ბეწვის სამოსი არასდროს გააწურინოთ. სველ ტანსაცმელს ნაზად მოუჭირეთ ხელები. ის ადვილად დაიცლება წყლისგან. არავითარ შემთხვევაში არ დაატრიალოთ გაწურვისას!

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს